• არ დატოვოთ მოწყობილობა მუშაობის
დროს უმეთვალყურეოდ.
• ყოველი გამოყენების შემდეგ დააყენეთ
საკვების მომზადების ზონა
„გამორთულ" პოზიციაზე.
• არ დადოთ დანა-ჩანგალი ან ქვაბის
თავსახური სამზარეულო ზონაზე.
ისინი შეიძლება გახურდეს.
• არ ამუშაოთ მოწყობილობა სველი
ხელით ან წყალთან კონტაქტისას.
• არ გამოიყენოთ მოწყობილობა სამუშაო
ან შესანახ ზედაპირად.
• თუ მოწყობილობის ზედაპირი
გაიფხაჭნა, დაუყოვნებლივ გამორთეთ
მოწყობილობა დენის წყაროდან. ეს
არის დენის დარტყმის თავიდან
ასაცილებლად.
• საკვები პროდუქტის ცხელ ზეთში
ჩადებისას, ზეთი შეიძლება აშხეფდეს.
გარფთხილება!
ხანძრისა და აფეთქების რისკი.
• გახურებულმა ცხიმებმა და ზეთმა
შეიძლება აალებადი ორთქლი
გამოუშვას. მოარიდეთ ცეცხლი ან
ცხელი საგნები ცხიმსა და ზეთს
მზადებისას.
• ცხელი ზეთის მიერ გამოშვებულმა
ორთქლმა შეიძლება უეცარი აალება
გამოიწვიოს.
• გამოყენებულმა ზეთმა, რომელიც
საკვების ნარჩენებს შეიცავს შეიძლება
გაცილებით დაბალ ტემპერატურაზე
გამოიწვიოს ხანძარი, ვიდრე პირველად
გამოყენებულმა ზეთმა.
• არ დადოთ აალებადი პროდუქტი, ან
სველი საგნები აალებად
პროდუქტებთან ერთად
მოწყობილობაში, მოწყობილობაზე ან
მასთან ახლოს.
გარფთხილება!
მოწყობილობის გაფუჭების რისკი.
• ნუ მოათავსებთ სამზარეულოს ცხელ
ჭურჭელს მართვის პანელზე.
• არ დადოთ ტაფის ცხელი თავსახური
ქურის შუშის ზედაპირზე.
• არ ადუღოთ სამზარეულოს ჭურჭელი
სრულად ამოშრობამდე.
• გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ
მოწყობილობაზე არ დაგივარდეთ
118
ქართული ენ
საგნები ან სამზარეულოს ჭურჭელი.
ზედაპირი შეიძლება დაზიანდეს.
• ნუ ჩართავთ საჭმლის მომზადების
ზონებს ცარიელი ჭურჭლით ან
ჭურჭლის გარეშე.
• მოწყობილობაზე არ დადოთ ალუმინის
ფოლგა.
• თუჯის, ალუმინის ან დაზიანებული
ძირის მქონე ჭურჭელმა შეიძლება
გამოიწვიოს ნაკაწრების გაჩენა შუშის /
შუშის კერამიკულ ზედაპირზე.
როდესაც გჭირდებათ საგნების
სამზარეულო ზედაპირზე გადატანა,
ყოველთვის ასწიეთ იგი.
2.4 მოვლა და დასუფთავება
• ზედაპირის მასალის დაზიანების
თავიდან ასაცილებლად
რეგულარულად გაწმინდეთ
მოწყობილობა.
• გაწმენდამდე, გამორთეთ
მოწყობილობა და დააცადეთ რომ
გაცივდეს.
• არ გამოიყენოთ წყლის სპრეი და
ორთქლი მოწყობილობის გასაწმენდად.
• გაწმინდეთ მოწყობილობა რბილი
სველი ტილოთი. გამოიყენეთ მხოლოდ
ნეიტრალური სარეცხი საშუალება. არ
გამოიყენოთ აბრაზიული
პროდუქტები, აბრაზიული საწმენდი
ბალიშები, გამხსნელები ან რკინის
ნივთები.
2.5 სერვისი
• მოწყობილობის შესაკეთებლად
დაუკავშირდით ავტორიზებულ სერვის
ცენტრს. გამოიყენეთ მხოლოდ
ორიგინალი სათადარიგო ნაწილები.
• პროდუქტში არსებული ნათურა(ები)
და სათადარიგო ნათურის ნაწილები
დამოუკიდებლად უნდა შეიძინოთ: ეს
ნათურები განკუთვნილია
ექსტრემალური ფიზიკური
პირობებისათვის საყოფაცხოვრებო
დანადგარებში, როგორიც არის
ტემპერატურა, ვიბრაცია, ტენიანობა და
ასევე იღებენ სასიგნალო ინფორმაციას
დანადგარის საოპერაციო სტატუსის
შესახებ. ისინი არ არის განკუთვნილი
სხვა დანადგარებში გამოყენებისათვის
და საყოფაცხოვრებო ოთახების
გასანათებლად.