Electrolux LIT30230C Manual De Instrucciones página 91

Ocultar thumbs Ver también para LIT30230C:
Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 277
• არ შეცვალოთ ამ მოწყობილობის
სპეციფიკაცია.
• პირველ გამოყენებამდე მოაცილეთ
მთელი შეფუთვა, იარლიყები და
დამცავი ფირი (ასეთის არსებობის
შემთხვევაში).
• დარწმუნდით, რომ სავენტილაციო
ღიობები არ არის დაბლოკილი.
• არ დატოვოთ მოწყობილობა მუშაობის
დროს უმეთვალყურეოდ.
• ყოველი გამოყენების შემდეგ დააყენეთ
საკვების მომზადების ზონა
„გამორთულ" პოზიციაზე.
• არ დადოთ დანა-ჩანგალი ან ქვაბის
თავსახური სამზარეულო ზონაზე.
ისინი შეიძლება გახურდეს.
• არ ამუშაოთ მოწყობილობა სველი
ხელით ან წყალთან კონტაქტისას.
• არ გამოიყენოთ მოწყობილობა სამუშაო
ან შესანახ ზედაპირად.
• თუ მოწყობილობის ზედაპირი
გაიფხაჭნა, დაუყოვნებლივ გამორთეთ
მოწყობილობა დენის წყაროდან. ეს
არის დენის დარტყმის თავიდან
ასაცილებლად.
• კარდიოსტიმულატორის მქონე
მომხმარებლებმა უნდა დაიცვან
მინიმუმ 30 სმ-ის დისტანცია
ინდუქციური სამზარეულო ზონიდან,
როცა მოწყობილობა მუშაობის
პროცესშია.
• საკვები პროდუქტის ცხელ ზეთში
ჩადებისას, ზეთი შეიძლება აშხეფდეს.
გარფთხილება!
ხანძრისა და აფეთქების რისკი.
• გახურებულმა ცხიმებმა და ზეთმა
შეიძლება აალებადი ორთქლი
გამოუშვას. მოარიდეთ ცეცხლი ან
ცხელი საგნები ცხიმსა და ზეთს
მზადებისას.
• ცხელი ზეთის მიერ გამოშვებულმა
ორთქლმა შეიძლება უეცარი აალება
გამოიწვიოს.
• გამოყენებულმა ზეთმა, რომელიც
საკვების ნარჩენებს შეიცავს შეიძლება
გაცილებით დაბალ ტემპერატურაზე
გამოიწვიოს ხანძარი, ვიდრე პირველად
გამოყენებულმა ზეთმა.
• არ დადოთ აალებადი პროდუქტი, ან
სველი საგნები აალებად
პროდუქტებთან ერთად
მოწყობილობაში, მოწყობილობაზე ან
მასთან ახლოს.
გარფთხილება!
მოწყობილობის გაფუჭების რისკი.
• ნუ მოათავსებთ სამზარეულოს ცხელ
ჭურჭელს მართვის პანელზე.
• არ დადოთ ტაფის ცხელი თავსახური
ქურის შუშის ზედაპირზე.
• არ ადუღოთ სამზარეულოს ჭურჭელი
სრულად ამოშრობამდე.
• გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ
მოწყობილობაზე არ დაგივარდეთ
საგნები ან სამზარეულოს ჭურჭელი.
ზედაპირი შეიძლება დაზიანდეს.
• ნუ ჩართავთ საჭმლის მომზადების
ზონებს ცარიელი ჭურჭლით ან
ჭურჭლის გარეშე.
• მოწყობილობაზე არ დადოთ ალუმინის
ფოლგა.
• თუჯის ან დაზიანებული ძირის მქონე
ჭურჭელმა შეიძლება გამოიწვიოს
ნაკაწრების გაჩენა შუშის / შუშის
კერამიკულ ზედაპირზე. როდესაც
გჭირდებათ საგნების სამზარეულო
ზედაპირზე გადატანა, ყოველთვის
ასწიეთ იგი.
2.4 მოვლა და დასუფთავება
• ზედაპირის მასალის დაზიანების
თავიდან ასაცილებლად
რეგულარულად გაწმინდეთ
მოწყობილობა.
• გაწმენდამდე, გამორთეთ
მოწყობილობა და დააცადეთ რომ
გაცივდეს.
• არ გამოიყენოთ წყლის სპრეი და
ორთქლი მოწყობილობის გასაწმენდად.
• გაწმინდეთ მოწყობილობა რბილი
სველი ტილოთი. გამოიყენეთ მხოლოდ
ნეიტრალური სარეცხი საშუალება. არ
გამოიყენოთ აბრაზიული
პროდუქტები, აბრაზიული საწმენდი
ბალიშები, გამხსნელები ან რკინის
ნივთები.
2.5 სერვისი
• მოწყობილობის შესაკეთებლად
დაუკავშირდით ავტორიზებულ სერვის
ცენტრს. გამოიყენეთ მხოლოდ
ორიგინალი სათადარიგო ნაწილები.
ქართული ენ
91
loading