Electrolux LIT30230C Manual De Instrucciones página 99

Ocultar thumbs Ver también para LIT30230C:
Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 277
6. მინიშნებები და რჩევები
გარფთხილება!
იხილეთ უსაფრთხოების თავები.
6.1 სამზარეულოს ჭურჭელი
საკვების მომზადების ინდუქციური
ზონებისთვის სამზარეულოს
ჭურჭელში ძლიერი
ელექტრომაგნიტური ველი სწრაფად
წარმოქმნის მაღალ ტემპერატურას.
გამოიყენეთ საკვების მომზადების
ინდუქციური ზონები სამზარეულოს
სათანადო ჭურჭლით.
• სამზარეულოს ჭურჭლის ძირი რაც
შეიძლება სქელი უნდა იყოს.
• ქურის ზედაპირზე დადებამდე
დარწმუნდით, რომ ტაფის ძირები
სუფთა და მშრალია.
• ნაკაწრების თავიდან ასაცილებლად, არ
ასრიალოთ ან არ გაახახუნოთ ქვაბი
კერამიკულ შუშაზე.
სამზარეულოს ჭურჭლის მასალა
• სწორი: თუჯი, ფოლადი,
ემალირებული ფოლადი, უჟანგავი
ფოლადი, მრავალშრიანი ძირი
(მწარმოებლის მიერ გაკეთებული
სწორი ნიშნულებით).
• არასწორი: ალუმინი, სპილემძი,
თითბერი, შუშა, კერამიკა, ფაიფური.
სამზარეულოს ჭურჭელი შესაფერისია
ინდუქციური ქურისთვის, თუ:
• წყალი ძალიან სწრაფად დუღდება
ზონაში, რომელიც დაყენებულია
გაცხელების მაქსიმალურ
ტემპერატურაზე.
• მაგნიტი იზიდავს სამზარეულო
ჭურჭლის ძირს.
სამზარეულოს ჭურჭლის ზომები
• საკვების მომზადების ინდუქციური
ზონები ავტომატურად
ადაპტირდებასამზარეულოს ჭურჭლის
ძირის ზომაზე.
• საკვების მომზადების ზონის
ეფექტიანობა დაკავშირებულია
სამზარეულოს ჭურჭლის დიამეტრთან.
მინიმალურზე მცირე დიამეტრის მქონე
სამზარეულოს ჭურჭელი, მიიღებს
მხოლოდ იმ ენერგიის ნაწილს,
რომელსაც საკვების მომზადების ზონა
გამოიმუშავებს.
• როგორც უსაფრთხოების
მოსაზრებებიდან გამომდინარე, ასევე
საკვების მომზადების საუკეთესო
შედეგებისთვის, არ გამოიყენოთ
სამზარეულოს ისეთი ჭურჭელი,
რომელიც აღემატება "საკვების
მომზადების ზონების სპეციფიკაციაში"
მითითებულ ზომებს. საკვების
მომზადების პროცესში, მოერიდეთ
სამზარეულოს ჭურჭლის მართვის
პანელთან სიახლოვეს განთავსებას.
ამან შესაძლოა მართვის პანელის
ფუნქციაზე ზეგავლენა იქონიოს ან
მოულოდნელად გაააქტიუროს ქურის
ფუნქციები.
იხილეთ "ტექნიკური მონაცემები".
6.2 ხმაური მუშაობის დროს
თუ გესმით:
• ტკაცანის ხმა: სამზარეულოს ჭირჭელი
დამზადებულია სხვადასხვა
მასალისგან (მრავალშრიანი
კონსტრუქცია).
• მსტვინავი ხმა: საკვების მომზადების
ზონას იყენებთ მაღალი სიმძლავრის
პირობებში და სამზარეულოს ჭურჭელი
დამზადებულია სხვადასხვა
მასალისგან (მრავალშრიანი
კონსტრუქცია).
• ზუზუნი: თქვენ იყენებთ მაღალი
სიმძლავრის დონეს.
• წკაპუნი: ხდება ელექტრული
გადართვა.
• სისინი, ყრუ გუგუნი: მუშაობს
ვენტილატორი.
ხმები ნორმალურია და არ მიუთითებს
გაუმართაობაზე.
ქართული ენ
99
loading