HiPro
მწარმოებელი არ აგებს პასუხს ადამიანის ან პროდუქტის
დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია:
•
არასწორი აწყობით ან შეერთებით, მათ შორის ზემაღალი ძაბვით
•
სათადარიგო ნაწილების არასწორი ექსპლუატაციით ან
მწარმოებლის მიერ მოწოდებული ორიგინალური სათადარიგო
ნაწილების გარდა რაიმე სხვა სათადარიგო ნაწილების გამოყენებით
•
მწარმოებლის უშუალო ნებართვის გარეშე პროდუქტში
ცვლილებების განხორციელებით
•
ამ სახელმძღვანელოში აღწერილი დანიშნულებისგან
განსხვავებული მიზნით პროდუქტის გამოყენებით
Dometic იტოვებს უფლებას შეცვალოს პროდუქტის იერსახე და
მახასიათებლები.
I
შენიშვნა საკონდენსაციო ტენი მინის კარებზე
თუ გარემოს ტენიანობა 65 %-ზე მეტია გარემოს
ტემპერატურისას 25 °C, მინის კარზე წარმოიქმნება ტენის
კონდენსატი.
6
ტექნიკური აღწერილობა
ხელმისაწვდომია გაცივების სხვადასხვა ტექნოლოგიით აღჭურვილი
მინიბარები:
•
აბსორბციული გაცივება: A30S1, A30S2, A30P1, A30P2, A30G1,
A30G2, A40S1, A40S2, A40P1, A40P2, A40G1, A40G2
•
კომპრესორული გაცივება: C40S1, C40S2, C40P1, C40P2, C40G1,
C40G2
•
თერმოელექტრული გაცივება: N30S1, N30S2, N30P1, N30P2,
N30G1, N30G2, N40S1, N40S2, N40P1, N40P2, N40G1, N40G2
ყველა გამოყენებული მასალა თავსებადია სურსათთან. მაცივებელი
ნივთიერების კონტური არ საჭიროებს მოვლას.
ვერსიის მიხედვით, მინიბარს აქვს ერთი ან ორი თარო და ერთი ან ორი
კარის სტელაჟი. ერთი კარის სტელაჟი განკუთვნილია
ბოთლებისთვის. ბოთლებისთვის განკუთვნილ კარის თაროზე
შესაძლებელია 1,5 ლ ბოთლის შენახვა. თუ მოწყობილობას აქვს მეორე
თარო კარზე, ეს თარო განკუთვნილია უფრო პატარა ბოთლებისა და
სახემსის შესანახად.
KA
ტექნიკური აღწერილობა
395