3M Nano-Lok XL Manual De Instrucciones página 132

Ocultar thumbs Ver también para Nano-Lok XL:
Tabla de contenido
Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 54
5.3
პროდუქტის ექსპლუატაციის ვადა: 3M თვითშემტაცი;მოწყობილობა-ის მომსახურების ვადა განისაზღვრება მუშაობის
პირობებითა და მისი მოვლით. პროდუქტი ვარგისია მოხმარებისთვის მანამდე, სანამ უსაფრთხოების შემოწმებას
წარმატებით გადის (პროდუქტის მაქსიმალური საექსპლუატაციო ვადის ფარგლებში). საფეიქრო ქსოვილის მასალით
დამზადებული SRD-ების საანკერო ხაზების მაქსიმალური საექსპლუატაციო ვადა არის 10 წელი მათი დამზადებიდან.
6.0 მოვლა - შეკეთება , ტექმომსახურება და შენახვა
6.1
გასუფთავება: SRD-ის გაწმენდის პროცედურები:
პერიოდულად გაწმინდეთ SRD-ის გარე ნაწილი წყლითა და საპნის რბილი წყალხსნარით. SRD ისე გეჭიროთ, რომ
ზედმეტი წყალი ძირს იწრიტებოდეს. გაასუფთავეთ ეტიკეტები ინსტრუქციების მიხედვით.
გაასუფთავეთ უსაფრთხოების ღვედი საპნის მსუბუქი წყალხსნარით. გაავლეთ და კარგად გააშრეთ ჰაერზე. ნუ
გააშრობთ გახურებით. თუ სველია, უსაფრთხოების ღვედი ვერ შესრიალდება კორპუსში. თუ უსაფრთხოების
ღვედზე ჭუჭყი, საღებავი ან სხვა ამგვარი დაგროვდება, მას კორპუსში შესრიალება გაუჭირდება და ამან შეიძლება
თავისუფალი ვარდნის საშიშროება წარმოქმნას.
6.2
მომსახურება: SRDs არ რემონტდება. თუ SRD ძალის ზემოქმედებას დაექვემდებარება, ან თუ შემოწმების დროს
გამოვლინდება, რომ ის უსაფრთხო არ არის ან დაზიანებულია, ეს SRD ამოიღეთ ექსპლუატაციიდან და გაანადგურეთ.
(იხ. „ გადაგდება ").
6.3
შენახვა/ტრანსპორტირება: SRD-ების შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს გრილ, მშრალ და სუფთა გარემოში
მზის სხივებისაგან დაცულად. მოარიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც ქიმიური ნივთიერებების ორთქლი შეიძლება
არსებობდეს. დიდი ხნის განმავლობაში შენახვის შემდეგ ყოველთვის გულდასმით დაათვალიერეთ SRD.
6.4
გადაგდება: გადააგდეთ SRD, თუ მასზე იმოქმედებს ვარდნის შეჩერების ძალა ან შემოწმება გამოავლენს მისი
გამოყენების სახიფათოობას ან დეფექტს. SRD-ის გადაგდებამდე უსაფრთხოების ღვედი შუაზე გაჭერით ან SRD
სხვაგვარად გამოიყვანეთ მწყობრიდან, რათა მისი შემთხვევით გამოყენება არ მოხდეს.
;
;
ამ პროდუქტის უტილიზაციამდე , მოხსენით მას ყველა RFID ( რადიოსიხშირული იდენტიფიკატორის ) იარლიყი . RFID
იარლიყები უნდა განადგურდეს მე -7 განყოფილებაში განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით .
7.0 RFID იარლიყი :
7.1
მდებარეობა: ამ მომხმარებლის ინსტრუქციებში აღწერილ 3M პროდუქტზე დამაგრებულია რადიოსიხშირული
იდენტიფიკაციის (RFID) იარლიყი. RFID იარლიყი შეიძლება გამოყენებულ იქნას RFID იარლიყების სკანერთან ერთად
პროდუქტის ინსპექტირების შედეგების რეგისტრაციის დროს RFID იარლიყის განთავსების ადგილის სანახავად იხილეთ
სურათი 9.
7.2
უტილიზაცია: ამ პროდუქტის უტილიზაციამდე, მოხსენით RFID იარლიყი და გაანადგურეთ/გადაამუშავეთ ადგილობრივი
რეგულაციების შესაბამისად. RFID იარლიყის მოხსნის წესების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ
ჩვენი ვებ გვერდი, რომლის ბმული მოცემულია ქვემოთ.
არ მოათავსოთ თქვენი პროდუქტი დაუხარისხებელ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. გადახაზული ნაგვის
ურნის სურათი მიანიშნებს, რომ EEE (ელექტრული და ელექტრონული აღჭურვილობა) უნდა განადგურდეს
ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, დაბრუნების და შეგროვების სისტემების მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენს მომწოდებელს ან 3M-ის ადგილობრივ წარმომადგენელს.
მეტი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ ვებ გვერდზე: http://www.3M.com/FallProtection/RFID
8.0 ეტიკეტები
სურათზე 14 გამოსახულია თვითშემტაცი;მოწყობილობა-ების იარლიყები და მათი განთავსების ადგილები. SRD-ზე ყველა ეს
ეტიკეტი უნდა ეკრას. თუ რომელიმე იარლიყი არ არის დამაგრებული პროდუქტზე ან გარკვევით არ იკითხება, ეს პროდუქტი
უნდა გამოიცვალოს. თითოეულ ეტიკეტზე მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:
A
საიდენტიფიკაციო იარლიყი
1) შეამოწმეთ მოწყობილობა გამოყენების წინ. 2) გამოყენებამდე შეამოწმეთ თვითშემტაცი
B
მოწყობილობის ბლოკირების სისტემის გამართულობა.
3) დარწმუნდით, რომ მოწყობილობა სათანადოდაა დამაგრებული სხეულის ღვედების სრულ კომპლექტზე.
4) მხოლოდ თავს ზემოთ გამოყენებისთვის. მაქსიმალური დატვირთვაა 140 კგ (310 გირვანქა).
5) ტემპერატურული დიაპაზონი გამოყენებისას: -40°C-დან 60°C-მდე (-40°F-დან 140°F-მდე)
6) მაქსიმალური დატვირთვა: 1 მომხმარებელი, 140 კგ (310 გირვანქა) კომბინირებული წონით (მოიცავს
ინსტრუმენტებს, ტანსაცმელს და ა.შ.)
7) ყოველთვის აკონტროლეთ უსაფრთხოების ღვედი დახვევის და თვითშემტაცი მოწყობილობის კორპუსში
დაბრუნების დროს.
8) არ სცადოთ ამ მოწყობილობის რემონტი, მოდიფიკაცია ან დაშლა.
9) SRD-ის შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს გრილ, მშრალ და სუფთა გარემოში მზის
სხივებისაგან დაცულად.
10) არ გამოიყენოთ ეს მოწყობილობა ბასრ კიდეებიანი საგნების ან აბრაზიული ზედაპირების
სიახლოვეს. იხილეთ განყოფილება 1.4
11) არ გადაატაროთ უსაფრთხოების ღვედი ბასრ კიდეებიანი საგნების ან აბრაზიული ზედაპირების
ზემოდან. იხილეთ განყოფილება 1.4
12) ნუ მოხსნით იარლიყებს.
132
Tabla de contenido
loading

Este manual también es adecuado para:

31038673103877

Tabla de contenido