ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ
სამუშაო ზონის დაფიქსირების/გადაადგილების შემზღუდველი საჭიმრის გამოყენებამდე წაიკითხეთ, გაეცანით ინსტრუქციებში
მითითებულ უსაფრთხოების მთელ ინფორმაციას და შეასრულეთ მისი მოთხოვნები. მოცემული ინსტრუქციების დაუცველობას
შეიძლება მოყვეს სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი.
მოცემული ინსტრუქციები უნდა გადაეცეს ამ მოწყობილობის მომხმარებელს. შეინახეთ ეს ინსტრუქციები მომავალში საცნობაროდ.
დანიშნულება:
სამუშაო ზონის დაფიქსირების/გადაადგილების შემზღუდველი საჭიმარი არის ვარდნისაგნ დაცვის სრული ინდივიდუალური
სისტემის ნაწილი. სამუშაო ზონის დაფიქსირების/გადაადგილების შემზღუდველი საჭიმრების მიზანია დაიცვას მომხმარებელი
ვარდნის საშიშროებისაგან ან ვარდნისგან.
მისი გამოყენება დაუშვებელია სხვა პირობებში, როგორიცაა (თუმცა ამით არ შემოიფარგლება): მასალის ჩატვირთა-გადმოტვირთვის
სამუშაოები, გასართობი ან სპორტული საქმიანობა, ან სხვა საქმიანობა, რომელიც არ არის აღწერილი მომხმარებლის
ინსტრუქციებში, არ არის ნებადართული 3M-ის მიერ და შეიძლება გამოიწვიოს სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი.
მოცემული მოწყობილობის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სათანადოდ გაწვრთნილი მომხმარებლისათვის სამუშაო
დანიშნულებით.
!
გაფრთხილება
სამუშაო ზონის დაფიქსირების/გადაადგილების შემზღუდველი საჭიმარი არის ვარდნისგან დაცვის ინდივიდუალური სისტემის ნაწილი.
ყველა მომხმარებელმა სრული ტრეინინგი უნდა გაიაროს ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის სისტემის უსაფრთხო
მონტაჟსა და გამოყენებაში. მოცემული მოწყობილობის არასწორად გამოყენებას შეიძლება მოყვეს სხეულის სერიოზული დაზიანება ან
სიკვდილი. ამ მოწყობილობის სათანადოდ შერჩევის, ექსპლუატაციის, დამონტაჟების, მოვლა-შენახვისა და ტექმომსახურების მიზნით
იხილეთ მოცემული მომხმარებლის ინსტრუქციები და დამამზადებლის ყველა რეკომენდაცია; მიმართეთ თქვენს ხელმძღვანელს ან
დაუკავშირდით 3M-ის ტექნიკურ სამსახურს.
•
სამუშაო ზონის დაფიქსირების/გადაადგილების შემზღუდველი საჭიმრის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად,
რომელთა თავიდან არ აცილებას შეიძლება მოყვეს სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი:
-
ეს მოწყობილობა მხოლოდ სამუშაო ზონის დასაფიქსირებლად ან გადაადგილების შესაზღუდად გამოიყენეთ. სამუშაო ზონის
დასაფიქსირებელი საჭიმრები ისე უნდა გავიკეთოთ, რომ შეზღუდოს თავისუფალი ვარდნის დიაპაზონი ორ ფუტამდე (60,96 სმ) ან
უფრო ნაკლებით, რათა რხევით ვარდნა მინიმუმამდე დავიდეს. სამუშაო ზონის დაფიქსირების/გადაადგილების შემზღუდველმა
საჭიმრებმა მომხმარებელი უნდა დაიცვას ვარდნის საფრთხისგან.
-
ნურასოდეს გამოიყენებთ ამ საჭიმარს (ანუ საჭიმარს, რომელიც ენერგიის შთანმთქმელი არაა), როგორც ვარდნის შეკავების
პირველად მოწყობილობას.
-
გულდასმით შეამოწმეთ სისტემა და მისი ყველა კომპონენტი ყოველ გამოყენებამდე, მინიმუმ წელიწადში ერთხელ და
ჩამოვარდნის შემთხვევაში. მოწყობილობა შეამოწმეთ მომხმარებლის ინსტრუქციების შესაბამისად.
თუ შემოწმების დროს გამოვლინდება მოწყობილობის რაიმე სახიფათო მდგომარეობა ან დაზიანება, ამოიღეთ ის მოხმარებიდან და
-
გაანადგურეთ.
-
ნებისმიერი მოწყობილობა ვარდნის შეკავების ან მასზე ძალის რაიმე ზემოქმედების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა ამოიღოთ
ექსპლუატაციიდან და გაანადგუროთ. იხილეთ მომხმარებლის ინსტრუქციები ან დაუკავშირდით 3M-ის ვარდნისგან დაცვის
განყოფილებას.
-
დარწმუნდით, რომ ყველა მაკავშირებელი ქვესისტემა (მაგ. საჭიმები) დაცული იყოს ყველა საფრთხისგან, მათ შორის (თუმცა ამით
არ შემოიფარგლება): გადახლართვა სხვა მუშებთან, თავად თქვენთან, მოძრავ მოწყობილობებთან ან გარშემო მყოფ ობიექტებთან.
-
ვინაიდან სამაშველო ხაზი შეიძლება მჭრელ კიდეებს ან კუთხეებს მიედოს, აუცილებლად გამოიყენეთ მჭრელი კიდეებისაგან
დაცვის შესაფერისი ტექნიკა.
-
დარწმუნდით იმაში, რომ მოწყობილობა საჭირო მოხმარებისათვის სათანადოდაა აღჭურვილი.
-
საჭიმრის ის ფეხი/ფეხები, რომლებსაც არ გამოვიყენებთ, მიამაგრეთ საკიდრის დროებით სადგომზე/სადგომებზე (თუ აღჭურვილია).
საჭიმარს ნუ გადააბავთ და ნუ გადაკვანძავთ.
-
-
ნუ გადააჭარბებთ მომხმარებელთა დასაშვებ მაქსიმუმს.
-
დარწმუნდით, რომ ვარდნისაგან დამცავი სისტემები/ქვესისტემები, რომლებიც აწყობილია სხვა მწარმოებლების მიერ
დამზადებული კომპონენტებისგან, იყოს თავსებადი და აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტების მოთხოვნებს, მათ შორის, ANSI
Z359 ან ვარდნისაგან დაცვის სხვა წესებს, სტანდარტებს და მოთხოვნებს. ამ სისტემების გამოყენებამდე ყოველთვის გაიარეთ
კონსულტაცია კომპეტენტურ ან კვალიფიცირებულ პირთან.
სიმაღლეზე მუშაობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, რომელთა თავიდან არ აცილებას შეიძლება მოყვეს სხეულის
•
სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი:
-
დარწმუნდით, რომ თქვენი ჯანმრთელობა ან ფიზიკური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ გაუძლოთ სიმაღლეზე
მუშაობის დროს არსებული ყველა ძალის ზემოქმედებას. გაიარეთ ექიმის კონსულტაცია თუ გექნებათ რაიმე შეკითხვა ამ
მოწყობილობის გამოყენების უნართან დაკავშირებით.
-
არასოდეს არ გადააჭარბოთ ვარდნისაგან დამცავი მოწყობილობის ნებადართულ დატვირთვას.
არასოდეს არ გადააჭარბოთ თქვენი დამცავი მოწყობილობის თავისუფალი ვარდნის მაქსიმალურ მანძილს.
-
-
არ გამოიყენოთ ვარდნისგან დამცავი მოწყობილობა, რომელსაც არ ჩაუტარდება ექსპლუატაციამდე ან სხვა დაგეგმილი
ინსპექტირება ან თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი მიზნებით მოცემული მოწყობილობის გამოყენებაში ან გამოყენებისათვის
მის ვარგისიანობაში. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით 3M-ის ტექნიკურ სამსახურს.
-
ზოგიერთი ქვესისტემა ან კომპონენტების კომბინაცია შეიძლება აფერხებდეს მოწყობილობის მუშაობას. გამოიყენეთ მხოლოდ
თავსებადი მაერთებლები. ამ მოწყობილობის მოცემულ მომხმარებლის ინსტრუქციებში მითითებულისგან განსხვავებულ
კომპონენტებთან ან ქვესისტემებთან ერთად გამოყენებამდე გაიარეთ 3M-ის კონსულტაცია.
-
გამოიყენეთ დამატებითი დამცავი საშუალებები მოძრავ მოწყობილობასთან (მაგ. საბურღი კოშკურას სახურავის ძალური ამძრავი),
ელექტრულ საფრთხეებთან, ექსტრემალურ ტემპერატურაზე, ქიმიურ საფრთხეებთან, ასაფეთქებელ და ტოქსიკურ აირებთან,
ბასრ კიდეებთან ან თქვენ თავზე არსებულ მასალასთან მუშაობის დროს, რომელიც შეიძლება დაგეცეთ თქვენ ან დაეცეს თქვენს
ვარდნისაგან დამცავ მოწყობილობას.
-
გამოიყენეთ რკალის აფეთქების ან ცეხლით მუშაობის მოწყობილობები მაღალ ტემპერატურაზე მუშაობის დროს.
მოერიდეთ ზედაპირებს და საგნებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ მომხმარებელს ან მოწყობილობას.
-
-
სიმაღლეზე მუშაობის დროს, დარწმუნდით რომ არსებობდეს საკმარისი თავისუფალი ვარდნის სიმაღლე.
-
არასოდეს არ შეცვალოთ და არ გადააკეთოთ ვარდნისგან დაცვის მოწყობილობა. მოწყობილობის რემონტი ნებადართულია მხოლოდ
3M-ის ან იმ პირების მიერ, რომლებსაც მისგან მიღებული აქვთ წერილობითი ნებართვა.
-
ვარდნისგან დაცვის მოწყობილობის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ გაქვთ წინასწარ შემუშავებული გადარჩენის გეგმა, რომლის
მიხედვითაც ინციდენტის შემთხვევაში სწრაფად შეძლებდით რეაგირებას.
-
ვარდნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება ჩამოვარდნილი მუშისათვის.
-
არ გამოიყენოთ სხეულის ღვედი ვარდნის შეჩერების საშუალებებისთვის. გამოიყენეთ მხოლოდ მთელი სხეულის მცველი ღვედი.
იმისათვის, რომ რხევით ვარდნა არ მოხდეს, ზუსტად ანკირების წერტილის ქვეშ უნდა იმუშავოთ.
-
-
მოცემული მოწყობილობის გამოყენებაში მომზადების დროს სავალდებულოა მეორადი დამცავი მოწყობილობის გამოყენება,
რომელიც მომხმარებელს დაიცავს უეცარი ვარდნის საფრთხისგან.
ყოველთვის ატარეთ სათანადო ინდივიდუალური დაცვის მოწყობილობა მოწყობილობის/სისტემის მონტაჟის, გამოყენების ან
-
ინსპექტირების დროს.
ფორმა #: 5908271 შესწ.: A
111
KA