Bosch GLL 18V-120-33 CG Professional Manual Original página 424

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 73
424 | ქართული
მოწყობილობები ვარგისია თქვენი საზომი ინსტრუმენტის ლითიუმის-
იონიანი აკუმულატორებისთვის.
მითითება: გადაზიდვის საერთაშორისო წესების შესაბამისად ლითიუმ-
იონური აკუმულატორები მოდის ნახევრად დამუხტული. სრული
სიმძლავრის უზრუნველყოფის მიზნით დამუხტეთ აკუმულატორი სრულად
პირველი გამოყენების წინ.
ლითიუმ-იონური 18 ვ აკუმულატორით ექსპლუატაცია
(აქსესუარი)
დამუხტული აკუმულატორის (5) ჩასასმელად ჩასვით ის აკუმულატორის
განყოფილებაში (22) ისე, რომ ნათლად შევიდეს მოდებაში.
აკუმულატორის  ამოსაღებად დააჭირეთ აკუმულატორის განბლოკვის
ღილაკს (6) და ამოიღეთ აკუმულატორი მისი განყოფილებიდან (22). არ
გამოიყენოთ ძალა.
აკუმულატორი აღჭურვილია ფიქსირების 2 საფეხურით, რომელიც
განკუთვნილია აკუმულატორის ამოვარდნისგან დასაცავად განბლოკვის
ღილაკზე შემთხვევით დაჭერისას. როდესაც აკუმულატორი საზომ
ინსტრუმენტშია, მას იკავებს ზამბარა სათანადო პოზიციაში.
ლითიუმ-იონური 12 ვ აკუმულატორით ექსპლუატაცია
(აქსესუარი)
12‑ვოლტიანი აკუმულატორი ჯდება აკუმულატორის ადაპტერში (21).
აკუმულატორის ადაპტერი განკუთვნილია მხოლოდ
u
განთვალისწინებულ Bosch საზომ ხელსაწყოებში გამოსაყენებლად,
არ არის დაშვებული ელექტროხელსაწყოებში გამოყენება.
აკუმულატორის ადაპტერი შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ
ლითიუმ-იონური აკუმულატორებით Bosch 12 ვ.
აკუმულატორის ადაპტერის დასაყენებლად ჩასვით აკუმულატორის
ადაპტერი (21) აკუმულატორის განყოფილებაში (22) ისე, რომ
საგრძნობლად შევიდეს მოდებაში.
აკუმულატორის დასაყენებლად ჩასვით დამუხტული 12-ვოლტიანი
აკუმულატორი (5) აკუმულატორის ადაპტერში (21) ისე, რომ
საგრძნობლად შევიდეს მოდებაში.
აკუმულატორის ამოსაღებად (5) დააჭირეთ განბლოკვის ღილაკს (6) და
ამოიღეთ აკუმულატორი ადაპტერიდან (21). არ გამოიყენოთ ძალა.
აკუმულატორის ადაპტერის ამოსაღებად (21) დააჭირეთ განბლოკვის
ღილაკს (20) აკუმულატორის ადაპტერში და გამოიღეთ ადაპტერი
აკუმულატორის განყოფილებიდან (22).
1 609 92A 8JB | (08.12.2023)
Bosch Power Tools
loading