EGO ST1530E Manual Del Operador página 288

Ocultar thumbs Ver también para ST1530E:
Tabla de contenido
გადაცემათა კოლოფის კბილანების
შეზეთვა
გადაცემათა კოლოფში არსებული
კბილანები საჭიროებენ პერიოდულ
შეზეთვას სპეციალური საპოხით.
შეამოწმეთ გადაცემათა კოლოფის
შეზეთვის დონე ექსპლუატაციის ყოველ 50
საათიან პერიოდში კოლოფის გვერდითა
მხარეს მოთავსებული დამლუქავი ხრახნის
მოხსნით.
თუ კბილანების გვერდებზე საპოხი მასალა
არ სჩანს, მიყევით ქვემოთ მოცემულ
ინსტრუქციას და შეავსეთ გადაცემათა
კოლოფის სივრცე 3/4-ზე საპოხი მასალით.
ბოლომდე არ გაავსოთ გადაცემათა
კოლოფი.
1.
დაიჭირეთ ელექტრო სათიბი
გვედულად იმგვარად რომ დამლუქავი
ხრახნი აღმოჩნდეს ზედა მხარეს (ნახ.
W).
2.
გამოიყენეთ არსებული
მრავალფუნქციური ქანჩის გასაღები,
რათა მოუშვათ და მოხსნათ დამლუქავი
ხრახნი.
3.
გამოიყენეთ ზეთის შპრიცი (არ არის
კომპლექტში), რათა შეიყვანოთ
საპოხი მასალა ხრახნის ნასვრეტში; არ
გადააჭარბოთ მოცულობის 3/4-ზე მეტს.
4.
საპოხის შეყვანის შემდეგ დაუჭირეთ
დამლუქავი ხრახნი.
ხელსაწყოს შენახვის წესი
მოხსენით აკუმულატორი ელექტრო
სათიბს გამოყენების შემდეგ.
საფუძვლიანად გაწმინდეთ ხელსაწყო
შენახვამდე.
შეინახეთ ხელსაწყო მშრალ, კარგად
განიავებად ადგილას ჩაკეტილ და მაღალ
სათავსოში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილას. არ შეინახოთ ხელსაწყო
სასუქის, ბენზინის და სხვა ქიმიური
ნივთიერებების სიახლოვეს.
288
KA
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — ST1530E
გარემოს დაცვა
ელექტრული ხელსაწყოების
უტილიზაცია არ უნდა მოხდეს
არასორტირებულ
მუნიციპალურ ნარჩენებთან
ერთად, გამოიყენეთ
სპეციალური ჩაბარების
პუნქტები.
მიმართეთ ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოებს, რათა მოიძიოთ
ინფორმაცია ნარჩენების
უტილიზაციის სისტემებთან
დაკავშირებით.
ელექტრული მოწყობილობების
ნაგავსაყრელზე მოთავსებისას,
სახიფათო ნარჩენები შესაძლოა
გაიჟონოს გრუნტის წყლებში
და მოხვდეს საკვებ ჯაჭვში,
რამაც შესაძლოა დააზიანოს
თქვენი ჯანმრთელობა და
კეთილდღეობა.
Tabla de contenido
loading

Tabla de contenido