EGO ST1530E Manual Del Operador página 286

Ocultar thumbs Ver también para ST1530E:
Tabla de contenido
უსაფრთხოების თვალსაფარი ან სათვალე
ხელსაწყოთი სარგებლობისას. გამოიყენეთ
სახის ნიღაბი ან მტვრის საწინააღმდეგო
ნიღაბი მტვრიან ადგილას მუშაობისას.
გაასუფთავეთ გასათიბი არე მუშაობის
დაწყებამდე. მოაცილეთ ყველა ობიექტი
როგორიცაა ქვები, დამტვრეული მინა,
ლურსმანი, სადენი ან ბაწარი, რომელიც
შესაძლოა ჩაყვეს ან დაეხვიოს ხელსაწყოს
მთიბავ ნაწილს. მოარიდეთ სამუშაო
ადგილს ბავშვები, სხვა პირები და შინაური
ცხოველები. დარწმუნდით რომ ბავშვები,
სხვა ადამიანები ან შინაური ცხოველები
იმყოფებიან მინიმუმ 15 მ მოშორებით;
არსებობს რისკი რომ უცხო სხეულები
მაღალი სიჩქარით გვერდზე მდგომი
პირებისკენ გაიტყორცნონ. გვერდზე მდგარი
პირებისთვის რეკომენდირებულია თვალის
დამცავი საშუალებების გამოყენება. თუ
თქვენ სხვა პიროვნება მოგიახლოვდათ,
დაუყონებლივ გააჩერეთ მოტორი და
სათიბი მოწყობილობა.
ყოველი გამოყენების წინ შეამოწმეთ
ნაწილები დაზიანებაზე/ცვეთაზე
შეამოწმეთ სათიბის თავაკი, დამცავი
ეკრანი და რეგულირებადი წინა სახელური,
შეცვალეთ ნაწილები, რომლებიც
გაბზარულია, გაღუნულია, აქვს შეცვლილი
ფორმა ან დაზიანებულია სხვაგვარად.
დამცავ ეკრანის კიდესთან მდებარე
მთიბავის დანა შესაძლოა დაჩლუნგდეს
დროთა განმავლობაში რეკომენდირებულია
მისი გალესვა პერიოდულად ქლიბის
საშუალებით ან ახალი დანის დამონტაჟება.
გაფრთხილება: ყოველთვის გამოიყენეთ
ხელთათმანები, როდესაც ამონტაჟებთ
დამცავ ეკრანს ან უტარებთ სერვისს დანას.
ფრთხილად მოეპყარით დანას ეკრანზე და
დაიცავით ხელი გაჭრისგან.
ყოველი გამოყენების შემდეგ გაასუფთავეთ
სათიბი.
286
KA
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — ST1530E
ყურადღება: საჰაერობის დახშობა
ხელს უშლის ჰაერის შედინებას მოტორში
და გამოიწვევს მის გადახურებას და
დაზიანებას.
გამოიყენეთ მხოლოდ რბილი საპონი
და ნოტიო ქსოვილი ხელსაწყოს
გასაწმენდად. არასდროს დაუშვათ
ხელსაწყოში სითხის შეღწევა; არასდროს
მოათავსოთ ხელსაწყოს რაიმე ნაწილი
სითხეში.
ყოველთვის გაათავისუფლეთ მოტორის
საჰაეროები ნარჩენებისგან.
გაფრთხილება: არასდროს გამოიყენოთ
წყალი თქვენი ხელსაწყოს გასაწმენდად.
მოერიდეთ გამხსნელების გამოყენებას
ხელსაწყოს პლასტმასის ნაწილების
გაწმენდისას. უმეტესობა პლასტმასები
ზიანდება მათზე გამხსნელების გამოყენების
შედეგად. გამოიყენეთ სუფთა ტილო
ტალახის, მტვრის, ზეთის, ცხიმის და სხვ.
მოსაცილებლად.
სათიბი ძუის სიგრძის ცვლილება
სათიბის თავაკი აძლევს მომხმარებელს
საშუალებას გაზარდოს სათიბის ძუის
სიგრძე მოტორის გაუჩერებლად. როდესაც
ძუა იცვითება და წყდება, დამატებითი
ძუის სიგრძის გამოშვება შესაძლებელია
სათიბის თავაკის მიწაზე რბილი დარტყმით
ხელსაწყოთი სარგებლობისას (ნახ. Q).
შენიშვნა: ძუის გამოშვება მით უფრო
გართულდება, რაც ხვიაზე მისი სიგრძე
მოკლდება.
გაფრთხილება: რ მოხსნათ ან შეცვალოთ
ძუის საჭრელი დანის კონსტრუქცია.
საჭრელი ძუის დიდი სიგრძე გამოიწვევს
მოტორის გადახურებას, რამაც შესაძლოა
მოგაყენოთ სერიოზული ზიანი.
ძუის გამოცვლა
შენიშვნა: ყოველთვის გამოიყენეთ
რეკომენდირებული ნეილონის სათიბი ძუა,
რომლის დიამეტრი არ აღემატება 2.4 მმ-ს.
სხვა ტიპის ძუის გამოყენებამ შესაძლოა
გამოიწვიოს სათიბის გადახურება და
დაზიანება.
Tabla de contenido
loading

Tabla de contenido