Sony PlayStation VR2 Manual De Instrucciones página 112

Ocultar thumbs Ver también para PlayStation VR2:
Tabla de contenido
Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 24
11. თქვენ არ შეგიძლიათ ამ გარანტიის გამოყენების მოთხოვნა, როდესაც პროდუქტი დაზიანდება
შემდეგის შედეგად:
ა. კომერციული გამოყენება, უბედური შემთხვევა, გაუფრთხილებლობა, არასათანადო მოპყრობა
ან არასწორი გამოყენება (მათ შორის, და არა მხოლოდ, ამ პროდუქტის თავისი ნორმალური
მიზნისთვის გამოუყენებლობა და/ან სათანადო გამოყენებისა და მოვლის ინსტრუქციის
თანახმად არგამოყენება, მოქმედ ადგილობრივ ტექნიკურ ან უსაფრთხოების სტანდარტებთან
შეუსაბამო ფორმით დაინსტალირება თუ გამოყენება);
ბ. ნებისმიერ არაავტორიზებულ პერიფერიულ მოწყობილობასთან ან კომპონენტთან ერთად
გამოყენება (მათ შორის, და არა მხოლოდ, თამაშის გასაუმჯობესებელი მოწყობილობები,
HDD, ადაპტერები და ელექტრომომარაგების მოწყობილობები);
გ. პროდუქტის ნებისმიერი ადაპტირება, კორექცია ან შეცვლა, რომელიც არ არის
განხორციელებული პროდუქტის სათანადო გამოყენებისა და მოვლის ინსტრუქციის თანახმად.
დ. ტექნიკური მომსახურება ან შეკეთება, ან ტექნიკური მომსახურების თუ შეკეთების მცდელობა
სხვის მიერ, გარდა SIEE-ს მიერ ავტორიზებული მომსახურების ობიექტისა;
ე. არაავტორიზებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, ვირუსული ინფექცია,
ხანძარი, წყალდიდობა ან სხვა სტიქიური უბედურება; ან
ვ. პროდუქტის მუშაობა ან გამოყენება ნორმალურ პირად ან საყოფაცხოვრებო გამოყენებასთან
შეუსაბამო ფორმით ან პროდუქტის სპეციფიკაციების ჩარჩოებს მიღმა მუშაობა.
12. თქვენ არ შეგიძლიათ ამ გარანტიის გამოყენების მოთხოვნა, სადაც არღვევთ თქვენი სისტემის
პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიას
(იხილეთ playstation.com/legal).
13. მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში, ეს გარანტია იქნება თქვენი ერთადერთი
და ექსკლუზიური საშუალება ამ პროდუქტის დეფექტებთან მიმართებაში და ყველა სხვა
გარანტია, მომსახურების პირობები, რომლებიც წესდებით ან სხვაგვარად არის გამოხატული,
ამ პროდუქტთან მიმართებაში გამოირიცხება.არც SIEE და არც Sony-ის სხვა სუბიექტი, ან მისი
ან მათი მომწოდებლების, ან ავტორიზებული მომსახურების ობიექტები პასუხს არ აგებს რაიმე
განსაკუთრებული, შემთხვევითი, არაპირდაპირი ან შედეგად გამოწვეული დანაკარგისა თუ
დაზიანების გამო, მათ შორის მონაცემთა დაკარგვის გამოც, როგორც არ უნდა მოხდეს ეს.
14. SIEE არ იძლევა გარანტიას მესამე მხარის რაიმე პროდუქტზე ან მომსახურებაზე, რომლის
შეთავაზებაც შეიძლება მოხდეს პროდუქტთან დაკავშირებით.
თუ ამ პროდუქტს რაიმე ისეთი შეკეთება სჭირდება, რომელსაც ეს გარანტია არ ითვალისწინებს,
გთხოვთ, დარეკოთ კლიენტთა მომსახურების ადგილობრივ დახმარების ხაზზე რჩევის მისაღებად.
თუ თქვენი მშობლიური ქვეყანა არ არის ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის, გთხოვთ, საცალო მოვაჭრეს
დაუკავშირდეთ.
112
კლიენტთა მომსახურების დახმარების ხაზის
საკონტაქტო ინფორმაცია:
AZ
GE
KG
+7 495 258 7669
TJ
TM
UZ
BY
8 820 0071 7667
IN
1800-103-7799
KZ
8-800-070-70-35
RU
8 800 200 7667
UA
0 800 307 669
Tabla de contenido
loading

Este manual también es adecuado para:

Cfi-zvr1

Tabla de contenido