PlayStation VR2 მგრძნობელობის მარეგულირებელი
შემავალი ნომინალური
5 ვ
სიმძლავრე
ბატარეის ტიპი
ჩამონტაჟებული ლითიუმ-იონის ბატარეა
ბატარეის ძაბვა
3,7 ვ
ბატარეის მოცულობა
520 მა/სთ
მასა
დაახლ. 168 გრ
სამუშაო ტემპერატურა
5 °C - 35 °C
მხარდაჭერილი ვიდეო შეყვანის სიგნალები
მხარდაჭერილი ვიდეო შეყვანის სიგნალების შესახებ
ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
playstation.com/psvr2-video-input
სისტემის და მოწყობილობის პროგრამული
უზრუნველყოფა
• VR ყურსასმენის და PS VR2 გრძნობელობის მარეგულირებლის
მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა ლიცენზირებულია
თქვენთვის ცალკე საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო
ხელშეკრულების პირობებით. დეტალებისთვის ეწვიეთ:
https://www.playstation.com/legal/ssla-ps-vr2.
• ყოველთვის განაახლეთ თქვენი PS5 კონსოლის სისტემური
პროგრამული უზრუნველყოფა და VR ყურსასმენისა და PS VR2
მგრძნობელობის მარეგულირებლის მოწყობილობის პროგრამული
უზრუნველყოფა უახლესი ვერსიით.
110
700 მა
პროდუქტის გადამუშავება,
რომლის მოქმედების ვადაც
ამოიწურა
პროდუქტები მზადდება მრავალი მასალისგან, რომელთა გადამუშავებაც
შესაძლებელია. თითოეულ მარეგულირებელს აქვს ლითიუმ-იონის ბატარეა.
დაიცავით ადგილობრივი წესები პროდუქციის უტილიზაციისას.
თუ ხედავთ რომელიმე სიმბოლოს ნებისმიერ ჩვენს ელექტრო პროდუქტზე,
კვების ელემენტზე ან შეფუთვაზე, ეს მიუთითებს იმაზე, რომ შესაბამისი
ელექტრო პროდუქტის ან კვების ელემენტის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების
ანალოგიურად უტილიზაცია დაუშვებელია ევროკავშირში, გაერთიანებულ
სამეფოში, , თურქეთში ან სხვა ქვეყნებში, სადაც მუშაობს ნარჩენების
განცალკევებული შეგროვების სისტემა. ნარჩენების სწორი დამუშავების
უზრუნველსაყოფად, მოახდინეთ მათი უტილიზაცია უფლებამოსილი
შემგროვებელი პუნქტის მეშვეობით, ნებისმიერი მოქმედი კანონების ან
მოთხოვნების შესაბამისად. ნამუშევარი ელექტრო პროდუქტებისა და კვების
ელემენტების უტილიზაცია ასევე შეიძლება მოხდეს უფასოდ, საცალო
ვაჭრობის ქსელის მეშვეობით, იმავე ტიპის ახალი პროდუქტის ყიდვისას.
გარდა ამისა, გაერთიანებულ სამეფოში და ევროკავშირის ქვეყნებში უფრო
მსხვილ საცალო სავაჭრო ქსელებს შეუძლია უფასოდ მიიღოს მცირე ზომის
ნამუშევარი ელექტრო პროდუქტები. გთხოვთ, ჰკითხოთ ადგილობრივ
საცალო მოვაჭრეს, არის თუ არა ეს მომსახურება ხელმისაწვდომი
პროდუქტებისთვის, რომელთა უტილიზაციაც გსურთ. ამით თქვენ ხელს
შეუწყობთ ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და გარემოს დაცვის
სტანდარტების გაუმჯობესებას ელექტრო პროდუქტების ნარჩენების
გადამუშავებასა და უტილიზაციისას.
ეს სიმბოლო შეიძლება გამოყენებულ იქნას ბატარეებზე დამატებითი
ქიმიური სიმბოლოებით.ტყვიის ქიმიური სიმბოლო (Pb) დატანილი იქნება,
თუ ბატარეა შეიცავს ტყვიის 0,004%-ზე მეტს.
ეს პროდუქტი შეიცავს ბატარეას, რომელიც ჩაშენებულია უსაფრთხოების,
ექსპლუატაციის ან მონაცემთა მთლიანობის მიზნებით. პრუდუქტის
სიცოცხლისუნარიანობის განმავლობაში ბატარეა არ საჭიროებს შეცვლას
და უნდა მოიხსნას მხოლოდ გამოცდილი მომსახურების პერსონალის მიერ.
ბატარეის ნარჩენების სწორი დამუშავების უზრუნველსაყოფად მოიშორეთ
პროდუქტი, როგორც ელექტრული ნარჩენი.