გამორთეთ მარეგულირებელი
დააჭირეთ
(PS) ღილაკს მარეგულირებელზე თქვენი PS5 კონსოლის
მართვის ცენტრის საჩვენებლად. როცა ირჩევთ: Accessories (აქსესუარები)
>PS VR2 Sense Controller (L) (PS VR2 მგრძნობელობის მარეგულირებელი
(L)) ან PS VR2 Sense controller (R) (PS VR2 მგრძნობელობის მარეგულირებელი
(R)) > Turn Off (გამორთვა), მარეგულირებელი და მისი სტატუსის
მაჩვენებელი გამოირთვება.
თასმების მიმაგრება
თუ თასმა მოძვრება რომელიმე მარეგულირებელს, გამოიყენეთ შემდეგი
მეთოდი მის ხელახლა დასამაგრებლად.
კაუჭის აწეული ნაწილი გაასწორეთ თასმის დამჭერთან. შემდეგ
გადაატრიალეთ თასმის კაუჭი ისრის მიმართულებით, სანამ თასმა თავის
ადგილზე არ დამაგრდება.
მოხსენით თქვენი VR ყურსასმენი
დააჭირეთ თავსაკრავის მოშვების ღილაკს და უკან გაქაჩეთ თავსაკრავი VR
ყურსასმენის მოსახსნელად.
• როდესაც VR ყურსასმენს მოიხსნით, ყურსასმენის ეკრანი
ავტომატურად გამოირთვება.
• შეგიძლიათ შეამოწმოთ, თუ როგორ უნდა გეკეთოთ VR ყურსასმენი სწორად
თქვენი PS5 კონსოლის მთავარი ეკრანიდან, აირჩიეთ Settings (პარამეტრები)
> Accessories (აქსესუარები) > PlayStation VR2.
თავსაკრავის მოშვების ღილაკი
თავსაკრავი
GE
101