EGO LM2120E Manual Del Operador página 373

Tabla de contenido
შეცვალეთ დაზიანებული ან გაცვეთილი
ეტიკეტები.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე
როდესაც უკან მოძრაობთ ან ქაჩავთ
ხელსაწყოს თქვენსკენ.
დაწვრილებით შეამოწმეთ ისე არე, სადაც
უნდა გამოიყენოთ ხელსაწყო. მოაცილეთ
ყველა ქვა, ჯოხი, სადენი, სათამაშო
ან სხვა უცხო სხეული, რომელსაც
შესაძლოა გამოედოს ხელსაწყო ან
გაისროლოს მანქანის მოძრავმა დანამ.
გამოტყორცნილმა საგნებმა შესაძლოა
მოგაყენოთ სერიოზული პირადი
ზიანი. ისე დაგეგმეთ თქვენი გაზონის
ჭრის მიმართულება, რომ მოერიდოთ
ნარჩენი საგნების დაცლას გზების,
ტროტუარების, გარეშე პირების და
მსგავი მიმართულებით. ასევე მოერიდეთ
ნარჩენი საგნების დაცლას კედლისა და
სხვა წინაღობებისკენ, რამაც შესაძლოა
გამოიწვიოს გამოსროლილი ნივთიერების
მომხმარებლიკენ რიკოშეტი.
დარჩით ოპერატორის ზონაში
სახელურების უკან და მოარიდეთ
ბავშვები, გარეშე პირები, დამხმარეები
და შინაური ცხოველები მინიმუმ 30
მ მანძილით გაზონსაკრეჭს მუშაობის
პროცესში, რათა თავიდან აირიდოთ
დანასთან შეხება ან დაზიანება
გამოსროლილი სხეულების მიერ.
გააჩერეთ ხელსაწყო თუ ვინმე შემოვა
სამუშაო არეში.
თვალების დაცვის მიზნით ყოველთვის
მოირგეთ უსაფრთხოების თვალსაფარი
ან სათვალე მუშაობისას და როცა ახდენთ
ხელსაწყოს რეგულირებას ან შეკეთებას.
გამოტყორცნილმა საგნებმა, რომლებიც
რიკოშეტირდება, შესაძლოა მოგაყენოთ
სერიოზული ზიანი თვალის არეში.
ყოველთვის გაიკეთეთ სახის ნიღაბი
ან მტვრის საწინააღმდეგო ნიღაბი თუ
მუშაობისას წარმოიქმნება მტვერი.
ჩაიცვით შესაბამისად - არ გამოიყენოთ
განიერი, ფრიალა ტანსაცმელი და
ძვირფასეულობა. ისინი შესაძლოა
ჩაითრიოს ხელსაწყოს მოძრავმა
ნაწილებმა. რეკომენდირებულია რეზინის
ხელთათმანების და ფეხსაცმელის
56 ვოლტიანი ლითიუმის-იონის უსადენო ძრავა — LM2120E / LM2120E-SP
გამოყენება გარეთ მუშაობისას.
ჩაიცვით მყარი, სქელლანჩიანი
სამუშაო ფეხსაცმელი და მჭიდროდ
მოტკეცილი შარვალი და პერანგი.
რეკომენდირებულია ისეთი პერანგის
და შარვლის გამოყენება, რომელიც
ფარავს მკლავებს და ფეხებს და ასევე
მყარწვერიანი ფეხსაცმელი. არასოდეს
ამუშაოთ ხელსაწყო ფეხშიშველმა,
სანდლებით, სრიალა ან მსუბუქი (ე.წ.
ნაჭრის) ფეხსაცმელებით.
არ მოათავსოთ ხელები ან ფეხები
მბრუნავი ნაწილების ახლოს ან მჭრელი
ნაწილის ქვეშ. დანასთან შეხებამ
შესაძლოა დააზიანოს ხელები და ფეხები.
მოხსნილმა ან დაზიანებულმა
დამცლელის საფარმა შესაძლოა
გამოიწვიოს დანასთან შეხება ან
დაზიანება გამოსროლილი საგნების მიერ.
ბევრი ფიზიკური დაზიანება ხდება
გაზონსაკრეჭის ფეხზე გადატარების
შედეგად, როცა ადამიანი დაეცემა ფეხის
დასრიალების ან წამოკვრის გამო. არ
ჩაჭიდოთ და დაუყონებლივ გაუშვით
ხელი გაზონსაკრეჭს თუ ეცემით დაბლა.
არასოდეს მოქაჩოთ გაზონსაკრეჭი
თქვენსკენ როცა დადიხართ. თუ
გჭირდებათ გაზონსაკრეჭის კედლიდან ან
სხვა წინაღობიდან გამოწევა, პირველად
დაიხედეთ დაბლა და მოიხედეთ უკან,
რათა აირიდოთ თავი ფეხის წამოკვრას
და შემდეგ მიყევით ქვევით ჩამოთვლილ
ნაბიჯებს:
გადადგით ნაბიჯი უკან გაზონსაკრეჭიდან
და სრულად გამართეთ მკლავები.
დარწმუნდით რომ დგახართ მყარად
ფეხზე და გქვთ შესაბამისი საყრდენი.
ნელა მოქაჩეთ გაზონსაკრეჭი, არაუმეტეს
ვიდრე ნახევარ მანძილზე.
გაიმეორეთ ეს ნიბიჯები
საჭიროებისამებრ.
არ ამუშაოთ გაზონსაკრეჭი, როდესაც
იმყოფებით მედიკამენტების ან ალკოჰოლის
ზემოქმედების ქვეშ.
KA
373
Tabla de contenido
loading

Este manual también es adecuado para:

Lm2120e-sp

Tabla de contenido