Panasonic TY-ER3D5ME Instrucciones De Funcionamiento página 239

Tabla de contenido
საგარანტიო პირობები საქართველოსთვის
კომპანია Panasonic Corporation საქართველოში მიწოდებული
პროდუქციის მთელ სპექრტზე აძლევს
მწარმოებლის გარანტიას 1 (ერთი) წლის ვადით.
აღნიშნული გარანტია გაიცემა მწარმოებლის მიერ დამატებით
მომხმარებლის კონსტიტუციურ და სხვა უფლებებთან ერთად და
არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს მათ.
გარანტია მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ცნობილი იქნება
გაუმართავად მასში გამოყენებული მასალების ან აწყობის გამო,
შემდეგი პირობების დაცვით:
1. საქონელი უნდა იყოს შეძენილი მხოლოდ საქართველოს
ტერიტორიაზე და გამოყენებულ იქნას მკაცრად ინსტრუქციის,
ტექნიკური სტანდარტების და უსაფრთხოების ნორმების
შესაბამისად. ოფიციალური მოდელების სია განკუთვნილი
საქართველოს ტერიტორიაზე მოცემულია ინტერნეტ გვერდზე:
www.panasonic.com
2. აღნიშნული გარანტია არ მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ
დაზიანება გამოწვეულია ხანძარით, ჭექა-ქუხილით ან სხვა
ბუნებრივი მოვლენებით; ნივთში სითხის მოხვედრით;
მექანიკური დაზიანებით; არასწორი ექსპლუატაციით, მათ
შორის ელექტროქსელში ჩართვით რომელიც არ შეესაბამება
მომხმარებლის ინსტრუქციაში მითითებულ ნორმებს (მათ შორის
გენერატორი), ძაბვის ცვალებადობით, შემომავალი არასწორი ან
მაღალი ძაბვის გამოყენებით; ცვეთით; გულგრილი მოპყრობით,
მათ შორის ნივთში გარეშე სხეულების და მწერების მოხვედრით,
რემონტით ან კორექტირებით, ასევე დაყენებით, ადაპტაციით,
მოდიფიცირებით რომელიც შესრულებულია არაავტორიზებული
სერვის ცენტრის სპეციალისტების მიერ, ან ექსპლუატაციით
ტექნიკური პირობების და/ან უსაფრთხოების ზომების დარღვევით.
3. საგარანტიო ვადის დროს თუ ნივთში გამოცვლილი იქნა ნაწილი
ან ნაწილები რომელიც არ იყო მიწოდებული ან სანქცირებული
მწარმოებლის მიერ და ეს ნაწილები იყო არადამაკმაყოფილებელი
ხარისხის და არ შეესაბამებოდნენ აღნიშნულ ნივთს, მაშინ
მომხმარებელი კარგავს ამ გარანტიის ნებისმიერ უფლებას, მათ
შორის ანაზღაურების უფლებასაც.
4. აღნიშნული საგარანტიო პირობები არ ვრცელდება პროგრამულ
უზრუნველყოფაზე, მოპირკეთების დეტალებზე, კორპუსზე,
ნათურაზე, ბატარეაზე, აკუმლატორულ ბატარეაზე, ხმის მომხსელ
ნემსებზე, ანტენებზე, შემაერთებელ სადენებზე, დამცავ ეკრანზე,
ნაგვის შემგროვებელზე, ბადეებზე, დანებზე, ფილტრებზე,
ჯაგრისებზე, კატრიჯებზე და სხვა ნაწილებზე რომელთაც გააჩნიათ
შეზღუდული მოხმარების ვადები.
დაყენება და მიერთება
შეძენილი ტექნიკის დასაყენებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ
უფლებამოსილ ორგანიზაციას ან მომსახურების ცენტრებს რომლებიც
ფასიან საფუძველზე შეასრულებენ ყველა სამუშაოს თქვენი ნივთის
ნორმალური მომხარებისთვის.
ამ საგარანტიო პირობების შესრულებას ახდენენ სერვის ცენტრები
საქართველოს ტერიტორიაზე რომელთა შესახებ ინფორმაცია
შეგიძლიათ მიიღოთ პანასონიკის საინფორმაციო ცენტრში
ტელეფონის ნომერზე +38-0-(44)-490-38-98, ან ინტერნეტ გვერდზე
www.panasonic.com
ინფორმაცია აქსესუარების და სახარჯი მასალების შესახებ: www.
panasonic.com.
ინფორმაცია თქვენი ნივთის შეკეთების მიმდინარეობის შესახებ
შეგიძლიათ იხილოთ: www.panasonic.com.
8
Tabla de contenido
loading

Tabla de contenido