◾
გამოცვალეთ გაბზარული, დაზიანებული
ან გაცვეთილი ხელსაწყო დაუყონებლივ,
მიუხედავად იმისა რამდენად ზედაპირული
შეიძლება სჩანდეს ბზარები. მსგავსი
ხელსაწყო შესაძლოა დაიმსხვრეს მაღალ
ბრუნებზე და მოგაყენოთ სერიოზული ან
ფატალური ზიანი.
◾
ფიზიკური ზიანის რისკის შესამცირებლად,
არასოდეს ამუშაოთ ხელსაწყო კიბეზე ან
სხვა არამყარი საყრდენის მქონე ობიექტზე
დგომისას. არასოდეს დაიჭიროთ ხელსაწყოს
მჭრელი ნაწილი წელს ზევით.
◾
არასოდეს გამოიყენოთ მავთული
ნეილონის სათიბი ძუის მაგივრად,
მავთულის ნაწილები შესაძლოა გატყდეს
და გაიტყორცნოს მაღალი სიჩქარით
მომხმარებლისა ან გვერდზე მდგომი
პირებისკენ.
◾
დაიცავით ბალანსი და მყარად იდექით
ფეხზე. არ გადაიხაროთ. დაიჭირეთ
ხელსაწყოს სათიბი ნაწილი წელს ქვევით.
მოარიდეთ თქვენი სხეულის ყველა ნაწილი
მბრუნავ საკრეჭს.
◾
შეამოწმეთ მჭრელი ნაწილი რეგულარული
მცირე ინტერვალებით ხელსაწყოთი
სარგებლობისას, ან დაუყონებლივ, თუ
წარმოიქმნა მნიშვნელოვანი ცვლილება
თიბვის პროცესის განმავლობაში.
◾
საუკეთესო შედეგის მისაღებად, თქვენი
აკუმულატორი დატენეთ 5° C-დან 40° C.-მდე
ტემპერატურის პირობებში. არ შეინახოთ
ხელსაწყო გარეთ ან ავტომობილში.
◾
გამოიყენეთ მხოლოდ EGO-ს მიერ
დაშვებული სათიბის პოლიმერული
მასალის ძუა და დანის ნაწილები,
რომლებიც განკუთვნილია ამ ელექტრო
სათიბისთვის. რადგან ზოგიერთი
არარეკომენდირებული ნაწილები შესაძლოა
იყოს განსაკუთრებით საშიში და/ან
ხელსაწყოსთვის დამაზიანებელი.
◾
თუ თქვენ სხვა პიროვნება მოგიახლოვდათ,
დაუყონებლივ გააჩერეთ მოტორი და
სათიბი მოწყობილობა.
◾
გააფრთხილეთ მომხმარებელი დანის ბიძგის
საფრთხის შესახებ (მხოლოდ 3-კბილანიანი
დანის შეთხვევაში).
◾
დანის ბიძგი შესაძლოა მოხდეს როდესაც
მბრუნავი დანა შეეხება ისეთ საგანს,
რომელსაც მყისიერად ვერ მოჭრის.
◾
დანის ბიძგი შესაძლოა იყოს იმდენად
ძლიერი რომ, მოახდინოს ხელსაწყოს და/
ან მომხმარებელის გაწევა ნებისმიერი
მიმართულებით და შესაძლოა, ასევე
გამოიწვიოს ხელსაწყოზე კონტროლის
დაკარგვა.
372
KA
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — ST1510E
◾
დანის ბიძგი შესაძლოა მოხდეს
გაფრთხილების გარეშე თუ დანა
დაბრკოლდება, გაჩერდება ან გაიხლართება.
◾
დანის ბიძგი უფრო სავარაუდოა მოხდეს
ისეთ არეში, სადაც რთულია მოჭრადი
საგნების დანახვა.
◾
არ გაუკეთოთ დანა მოწყობილობას
აუცილებელი ნაწილების შესაბამისი
დამაგრების გარეშე. სათანადო ნაწილების
გამოყენების უგულებელყოფამ შესაძლოა
გამოიწვიოს დანის მოწყვეტა და
სერიოზულად დააზიანოს მომხმარებელი
და/ან გვერდზე მდგომი ადამიანი.
გადააგდეთ დანები, რომლებიც
მოღუნულია, აქვს შეცვლილი ფორმა,
გაბზარულია, გატეხილია ან დაზიანებულია
სხვაგვარად. გამოიყენეთ გალესილი დანა.
ბლაგვი დანა მეტად დაბრკოლდება და
მიიღებს ბიძგს (მხოლოდ 3-კბილანიანი
დანის გამოყენების შემთხვევაში).
◾
აკუმულატორის უტილიზაცია უნდა
მოხდეს უსაფრთხოების წესის შესაბამისად.
◾
ინერციით მბრუნავმა დანამ/ძუამ შესაძლოა
მოგაყენოთ ფიზიკური ზიანი მოტორის ან
ტრიგერის გათიშვის შემდეგაც. სათანადოდ
აკონტროლეთ ხელსაწყო სანამ მბრუნავი
დანა/ძუა ბოლომდე არ გაჩერდება.
◾
არ დატენოთ აკუმულატორი წვიმაში ან
სველ არეში.
◾
გამოიყენეთ მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი
EGO-ს აკუმულატორის ნაკრებები და
დამტენები:
აკუმულატორი
BA1120E, BA1400, BA2240E,
BA2800, BA3360, BA4200,
BA1400T, BA2800T, BA4200T
◾
აკუმულატორი უნდა ამოვიღოთ
ხელსაწყოდან მის უტილიზაციამდე.
◾
არ ჩააგდოთ აკუმულატორი ცეცხლში.
აკუმულატორის ელემენტები შესაძლოა
აფეთქდეს. გაეცანით თქვენს ადგილობრივ
კანონმდებლობას აკუმულატორის
უტილიზაციის უსაფრთხო გზების შესახებ.
◾
არ გახსნათ ან დაჭრათ აკუმულატორი.
აკუმულატორიდან გამოდენილი
ელექტროლიტი არის კოროზიული და
შესაძლოა გამოიწვიოს თვალების ან კანის
დაზიანება. ელექტროლიტი ტოქსიურია
გადაყლაპვის დროს.
დამტენი
მოწყობ-
ილობა
CH2100E,
CH5500E