◾
გამოიყენეთ ეს ხელსაწყო, მისი ნაწილები, მათი
დამჭერები და ა.შ. ინსტრუქციის მიხედვით,
სამუშაო გარემოს და სამუშაოს ტიპის
გათვალისწინებით. ელექტრული ხელსაწყოს
არადანიშნულებისამებრ გამოყენებამ
შესაძლოა შექმნას სახიფათო სიტუაცია.
◾
იქონიეთ სახელურები და სხვა ხელის
ჩასაჭიდი ზედაპირები მშრალ და
სუფთა, მათ შორის ცხიმისა და ზეთისგან
თავისუფალ მდგომარეობაში. სრიალა
სახელურები და ხელის ჩასაჭიდი
ზედაპირები არ იძლევა ხელსაწყოს
უსაფრთხო მოპყრობისა და კონტროლის
საშუალებას მოულოდნელ სიტუაციებში.
აკუმულატორის გამოყენება და მოვლა
◾
დატენეთ მხოლოდ მწარმოებლის მიერ
მითითებული დამტენი მოწყობილობით.
დამტენმა მოწყობილობამ, რომელიც
თავსებადია ერთი ტიპის აკუმულატორთან,
შესაძლოა წარმოშვას ხანძრის გაჩენის რისკი
სხვა აკუმულატორზე გამოყენებისას.
◾
გამოიყენეთ ელექტრული ხელსაწყოები
მხოლოდ სპეციალურად აღნიშნული
აკუმულატორებით. სხვა აკუმულატორების
გამოყენებამ შესაძლოა წარმოშვას ფიზიკური
დაზიანების ან ხანძრის რისკი.
◾
როდესაც აკუმულატორს არ იყენებთ,
მოაცილეთ იგი ლითონის საგნებს, როგორიცაა
ქაღალდის კლიპი, მონეტა, გასაღები,
ლურსმანი, ხრახნი ან სხვა მცირე ზომის
ლითონის საგნები, რომელთაც შეუძლიათ
აკუმულატორის კონტაქტების დამოკლება.
აკუმულატორის კონტაქტების დამოკლებამ
შესაძლოა გამოიწვიოს დამწვრობა ან ხანძარი.
◾
არასწორი მოპყრობის შემთხვევაში სითხემ
შესაძლოა გამოჟონოს აკუმულატორიდან;
მოერიდეთ მასთან შეხებას. თუ შემთხვევით
შეეხეთ სითხეს, ჩამოიბანეთ წყლით. თუ
სითხე მოხვდა თვალებში, მიმართეთ ექიმს.
აკუმულატორიდან გამოჟონილმა სითხემ
შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება ან
დამწვრობა.
◾
არ გამოიყენოთ აკუმულატორი ან
ხელსაწყო, რომელიც დაზიანებული
ან გადაკეთებულია. დაზიანებულმა ან
გადაკეთებულმა აკუმულატორმა შესაძლოა
გამოავლინოს არაპროგნოზირებადი ქცევა,
რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი,
აფეთქება ან პირადი ზიანი.
◾
არ მოათავსოთ აკუმულატორი ან ხელსაწყო
ცეცხლში ან მაღალ ტემპერატურულ
გარემოში. 100 °C-ზე მაღალმა ტემპერატურამ
შესაძლოა გამოიწვიოს აფეთქება.
◾
მიყევით დატენის ინსტრუქციებს და არ
დატენოთ აკუმულატორი ინსტრუქციაში
მითითებული ტემპერატურული
დიაპაზონის გარეთ. არასწორი დატენვა ანდა
აკუმულატორის დატენვა ინსტრუქციაში
მითითებული ტემპერატურული
დიაპაზონის გარეთ ზრდის ხანძრის რისკს.
სხვა უსაფრთხოების გაფრთხილებები
ტრენინგი
◾
ყურადღებით წიკითხეთ ინსტრუქციები.
შეისწავლეთ ხელსაწყოს კონტროლის
ღილაკები და მათი მართებული
გამოყენების გზა.
◾
არასდროს მისცეთ ხელსაწყოს გამოყენების
უფლება მისით სარგებლობის არმცოდნე
პირებს ან ბავშვებს. ადგილობრივმა
კანონმდებლობამ შესაძლოა შეზღუდოს
ხელსაწყოს მომხარებლის ასაკი.
◾
არასოდეს გამოიყენოთ ხელსაწყო თუ
სხვა პირები, განსაკუთრებით ბავშვები ან
შინაური ცხოველები არიან ახლოს.
◾
გაითვალისწინეთ რომ ოპერატორი ან
მომხმარებელი პასუხისმგებელია იმ
შემთხვევებზე ან საფრთხეებზე, რაც შესაძლოა
წარმოექმნას სხვა პირებს ან მათ ქონებას.
მომზადება
◾
ყოველთვის გამოიყენეთ მყარი ფეხსაცმელი
და გრძელი შარვალი ხელსაწყოთი
სარგებლობისას. არ გამოიყენოთ ხელსაწყო,
როცა ხართ ფეხშიშველი ან გაცვიათ ღია
სანდლები.
◾
გულდასმით შეამოწმეთ ის არე, სადაც
უნდა გამოიყენოთ ხელსაწყო და მოაცილეთ
ყველა სხეული, რომელიც შეიძლება
გამოტყორცნოს ხელსაწყომ.
◾
გამოყენებამდე ყოველთვის ვიზუალურად
შეამოწმეთ ხელსაწყო ცვეთაზე ან
დაზიანებაზე. შეცვალეთ გაცვეთილი ან
დაზიანებული ნაწილები ერთად, რათა
დაიცვათ ხელსაწყოს ცვეთის ბალანსი.
გამოყენება
◾
არ ისარგებლოთ მოტორით დახურულ
შენობაში, სადაც შესაძლოა დაგროვდეს
სახიფათო ნახშირბადის მონოოქსიდის
გამონაბოლქვი.
◾
ისარგებლეთ ხელსაწყოთი მხოლოდ დღის
სინათლეზე ან კარგი ხელოვნური განათების
პირობებში.
◾
ყოველთვის დაწმუნდით თქვენს მყარ
საყრდენზე ბექობზე ხელსაწყოს გამოყენებისას.
ცილინდრული ჯაგრისის მიმაგრება — BBA2100
KA
231