3M PROTECTA AE521 Manual De Instrucciones página 151

Tabla de contenido
Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 70
ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ
ენერგიის შთანმთქმელი საჭიმრის გამოყენებამდე წაიკითხეთ, გაეცანით და შეასრულეთ მოცემულ ინსტრუქციებში მითითებული
უსაფრთხოების მთელი ინფორმაცია. მოცემული ინსტრუქციების დაუცველობას შეიძლება მოჰყვეს სხეულის სერიოზული
დაზიანება ან სიკვდილი.
მოცემული ინსტრუქციები უნდა გადაეცეს ამ მოწყობილობის მომხმარებელს. შეინახეთ ეს ინსტრუქციები მომავალში საცნობაროდ
დანიშნულება:
ენერგიის შთანმთქმელი საჭიმარი გამოიყენება, როგორც სიმაღლიდან ვარდნისგან დამცავი ინდივიდუალური დაცვის სისტემის
ნაწილი.
მისი გამოყენება დაუშვებელია სხვა პირობებში, როგორიცაა (თუმცა ამით არ შემოიფარგლება): მასალის დატვირთვის და
ჩამოტვირთვის სამუშაოები, გასართობი ან სპორტული საქმიანობა ან სხვა საქმიანობა, რომელიც არ არის აღწერილი მომხმარებლის
ინსტრუქციებში, არ არის ნებადართული 3M-ის შესაბამისად და შეიძლება გამოიწვიოს სხეულის სერიოზული დაზიანება ან
სიკვდილი.
მოცემული მოწყობილობის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სათანადოდ გაწვრთნილი მომხმარებლისთვის, სამუშაო
დანიშნულებით.
!
გაფრთხილება
ეს ენერგიის შთანმთქმელი საჭიმარი არის სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის სისტემის ნაწილი. მისმა
ყველა მომხმარებელმა სრული ტრეინინგი უნდა გაიაროს ვარდნისგან დაცვის ინდივიდუალური სისტემის უსაფრთხო მონტაჟსა
და გამოყენებაში. მოცემული მოწყობილობის არასწორად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს სხეულის სერიოზული დაზიანება ან
სიკვდილი. ამ მოწყობილობის სათანადოდ შერჩევის, ექსპლუატაციის, დამონტაჟების, მოვლა-შენახვისა და ტექმომსახურების
მიზნით იხილეთ მოცემული მომხმარებლის ინსტრუქციები და დამამზადებლის ყველა რეკომენდაცია; მიმართეთ თქვენს
ხელმძღვანელს ან დაუკავშირდით 3M-ის ტექნიკურ სამსახურს
ენერგიის შთანმთქმელი საჭიმრის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, რომელთა თავიდან არ
აცილებას შეიძლება მოყვეს სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი:
ყოველ გამოყენებამდე, მინიმუმ წელიწადში ერთხელ და ჩამოვარდნის შემთხვევაში გულდასმით შეამოწმეთ სისტემა და
-
მისი ყველა კომპონენტი. მოწყობილობა შეამოწმეთ მომხმარებლის ინსტრუქციების შესაბამისად.
-
თუ შემოწმების დროს გამოვლინდება მოწყობილობის რაიმე სახიფათო მდგომარეობა ან დაზიანება, ამოიღეთ
მოწყობილობა მოხმარებიდან და გაანადგურეთ.
-
ნებისმიერი მოწყობილობა ვარდნის დაბლოკვის ან მასზე ძალის რაიმე ზემოქმედების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა
იყოს ამოღებული ექსპლუატაციიდან და განადგურდეს. იხილეთ მომხმარებლის ინსტრუქციები ან დაუკავშირდით 3M-ის
ვარდნისგან დაცვის განყოფილებას.
დარწმუნდით, რომ ყველა მაკავშირებელი ქვესისტემა (მაგ. საჭიმრები) დაცული იყოს ყველა საფრთხისგან, მათ შორის
-
(თუმცა ამით არ შემოიფარგლება): გადახლართვა სხვა მუშებთან, თავად თქვენთან, მოძრავ მოწყობილობებთან ან გარშემო
მყოფ ობიექტებთან.
-
ვინაიდან მოწყობილობა შეიძლება მჭრელ კიდეებს ან კუთხეებს მიედოს, აუცილებლად გამოიყენეთ მჭრელი კიდეებისაგან
დაცვის შესაფერისი ტექნიკა.
საჭიმრის ფეხი/ფეხები, რომლებსაც არ გამოვიყენებთ, მიამაგრეთ საკიდრის დროებით სადგომზე/სადგომებზე (თუ ეს
-
აღჭურველობა მოყვება).
-
საჭიმარს ნუ გადააბავთ და ნუ გადაკვანძავთ.
-
ნუ გადააჭარბებთ მომხმარებელთა დასაშვებ მაქსიმუმს.
-
დარწმუნდით, რომ ვარდნისაგან დამცავი სისტემები/ქვესისტემები, რომლებიც აწყობილია სხვა დამამზადებლის მიერ
მოწოდებული კომპონენტებისგან, იყოს თავსებადი და აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტების მოთხოვნებს, მათ
შორის, ANSI Z359-ს ან ვარდნისგან დაცვის სხვა წესებს, სტანდარტებსა და მოთხოვნებს. ამ სისტემების გამოყენებამდე
ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია კომპეტენტურ ან კვალიფიცირებულ პირთან.
სიმაღლეზე მუშაობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, რომლებმაც, თუ არ მოვერიდებით, შეიძლება
გამოიწვიონ სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი:
-
დარწმუნდით, რომ თქვენი ჯანმრთელობა ან ფიზიკური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ გაუძლოთ
სიმაღლეზე მუშაობის დროს არსებული ყველა ძალის ზემოქმედებას. გაიარეთ ექიმის კონსულტაცია თუ გექნებათ რაიმე
შეკითხვა ამ მოწყობილობის გამოყენების უნართან დაკავშირებით.
არასოდეს არ გადააჭარბოთ ვარდნისგან დამცავი მოწყობილობის ნებადართულ დატვირთვას.
-
არასოდეს არ გადააჭარბოთ თქვენი დამცავი მოწყობილობის თავისუფალი ვარდნის მაქსიმალურ მანძილს.
-
-
არ გამოიყენოთ ვარდნისგან დამცავი მოწყობილობა, რომელსაც არ ჩაუტარდება ექსპლუატაციამდე ან სხვა დაგეგმილი
ინსპექტირება ან თუ არ ხართ დარწმუნებული, შეიძლება თუ არა ამ მოწყობილობის გამოყენება თქვენი მიზნებით ან
შეესაბამება თუ არა ეს მოწყობილობა თქვენი გამოყენების მიზნებს. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით 3M-ის
ტექნიკურ სამსახურს.
ზოგიერთი ქვესისტემა ან კომპონენტების კომბინაცია შეიძლება აფერხებდეს მოწყობილობის მუშაობას. გამოიყენეთ
-
მხოლოდ თავსებადი მაერთებლები. ამ მოწყობილობის მოცემულ მომხმარებლის ინსტრუქციებში მითითებულისგან
განსხვავებულ კომპონენტებთან ან ქვესისტემებთან ერთად გამოყენებამდე გაიარეთ 3M-ის კონსულტაცია.
-
გამოიყენეთ დამატებითი დამცავი საშუალებები მოძრავ მოწყობილობასთან (მაგ. საბურღი კოშკურას თავზე ამძრავი),
ელექტრულ საფრთხეებთან, ექსტრემალურ ტემპერატურაზე, ქიმიურ საფრთხეებთან, ასაფეთქებელ და ტოქსიკურ
აირებთან, ბასრ კიდეებთან ან თქვენ თავზე არსებულ მასალასთან მუშაობის დროს, რომელიც შეიძლება დაგეცეთ თქვენ ან
ვარდნისგან დამცავ მოწყობილობას.
გამოიყენეთ რკალის აფეთქების ან ცეხლით მუშაობის მოწყობილობები მაღალ ტემპერატურაზე მუშაობის დროს.
-
-
მოერიდეთ ზედაპირებს და საგნებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ მომხმარებელს ან მოწყობილობას.
-
სიმაღლეზე მუშაობის დროს დარწმუნდით იმაში, რომ შენარჩუნებულია საკმარისი თავისუფალი ვარდნის დიაპაზონი.
-
არასოდეს არ შეცვალოთ და არ გადააკეთოთ ვარდნისაგან დაცვის მოწყობილობა. მოწყობილობის რემონტი ნებადართულია
მხოლოდ 3M-ის ან იმ პირების მიერ, რომლებსაც მისგან მიღებული აქვთ წერილობითი ნებართვა.
ვარდნისაგან დაცვის მოწყობილობის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ გაქვთ წინასწარ შემუშავებული გადარჩენის
-
გეგმა, რომელიც იძლევა სწრაფად გადარჩენის საშუალებას ვარდნის შემთხვევაში.
-
ვარდნის ინციდენტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება ჩამოვარდნილი მუშისთვის.
-
არ გამოიყენოთ სხეულის ღვედი ვარდნის შეჩერების საშუალებებისათვის. გამოიყენეთ მხოლოდ მთელი სხეულის მცველი
ღვედი.
-
იმისათვის, რომ რხევით ვარდნა არ მოხდეს, ზუსტად ანკირების წერტილის ქვეშ უნდა იმუშავოთ.
მოცემული მოწყობილობის გამოყენებაში მომზადების დროს სავალდებულოა მეორადი დამცავი მოწყობილობის
-
გამოყენება, რომელიც მომხმარებელს დაიცავს უეცარი ვარდნის საფრთხისგან.
ყოველთვის ატარეთ სათანადო ინდივიდუალური დაცვის მოწყობილობა მოწყობილობის/სისტემის მონტაჟის, გამოყენების
-
ან ინსპექტირების დროს.
ფორმა #: 5908270 შესწ: A
151
KA
Tabla de contenido
loading

Tabla de contenido