292 | ქართული
A
B
– გაასწორეთ საზომი ინსტრუმენტი სიმაღლეზე (შტატივის ან საჭიროების
შემთხვევაში სადების გამოყენებით) ისე, რომ ლაზერული ხაზის ცენტრი
ზუსტად ემთხვევოდეს ადრე მონიშნულ Ⅱ წერტილს B კედელზე.
– A კედელზე მონიშნეთ ლაზერული ხაზის ცენტრი Ⅲ წერტილის სახით
(ვერტიკალზე Ⅰ წერტილზე ზევით ან ქვევით).
– მანძილი d ორ მონიშნულ Ⅰ და Ⅲ წერტილებს შორის A კედელზე
გამოსახავს საზომი ინსტრუმენტის ჰორიზონტალისგან ფაქტიურ
ცდომილებას.
საზომ მონაკვეთზე 2 × 5 მ = 10 მ მაქსიმალურად დასაშვები ცდომილება
შეადგენს:
10 მ × ±0,3 მმ/მ = ±3 მმ. ამგვარად, მანძილი d Ⅰ და Ⅲ წერტილებს შორის
არ უნდა აღემატებოდეს 3 მმ.
ვერტიკალური ხაზის ნიველირების სიზუსტის შემოწმება
შემოწმებისთვის დაგჭირდებათ კარის ღიობი, რომელსაც ექნება მინიმუმ
2,5 მ თავისუფალი სივრცე (მყარ ზედაპირზე) კარის ორივე მხარეს.
– დააყენეთ საზომი ინსტრუმენტი კარის ჭრილიდან 2,5 მ მანძილზე მყარ,
სწორ საფუძველზე (არა შტატივზე). ჩართეთ საზომი ინსტრუმენტი
ავტომატური ნიველირებით მუშაობისთვის. აირჩიეთ ვერტიკალური
რეჟიმი და დაელოდეთ საზომი ინსტრუმენტის თვითნიველირებას.
1 609 92A 7AN | (14.12.2021)
– დააყენეთ საზომი ინსტრუმენტი,
180°-ით მოატრიალეთ 5 მ
მანძილზე და დაელოდეთ მის
ნიველირებას.
Bosch Power Tools