ქართული | 289
ჰორიზონტალისგან 4° მეტად, ლაზერული სხივები ციმციმებენ სწრაფ
ტემპში.
ამ შემთხვევაში საზომი ინსტრუმენტი დააყენეთ ჰორიზონტალურად და
დაელოდეთ თვითნიველირების დასრულებას. მას შემდეგ, რაც საზომი
ინსტრუმენტი შედის ავტომატური ნიველირების დიაპაზონში ±4°,
ლაზერული სხივები იწყებენ უწყვეტ ნათებას.
მუშაობის დროს რყევების ან პოზიციის ცვლილების შემთხვევაში, საზომი
ხელსაწყო ავტომატურად თვითნიველირდება. ნიველირების შემდეგ,
შეამოწმეთ ლაზერის სხივების პოზიცია საზომი წერტილების მიმართ,
რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები საზომი ხელსაწყოს გადაადგილების
გამო.
ქანქარის ბლოკირებით მუშაობა
ქანქარის ბლოკირებით მუშაობისას გადაიყვანეთ ამომრთველი (2)
პოზიციაში „ On". ქანქარას ბლოკირების ინდიკატორი (8) ანთია წითლად
და ლაზერული ხაზები უწყვეტად ციმციმებენ ნელი ტემპით.
ქანქარის ბლოკირებით მუშაობისას ავტომატური ნიველირება
გამორთულია. საზომი ინსტრუმენტი შეგიძლიათ გეჭიროთ ხელში
სიმაღლეზე ან დადოთ დახრილ საფუძველზე. ამასთან ლაზერული სხივი
აღარ ნიველირდება და არ ქმნის პერპენდიკულარს.
საზომი ხელსაწყოს სიზუსტის შემოწმება
სიზუსტეზე მოქმედი ფაქტორები
ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გარემოს ტემპერატურა. კერძოდ, ლაზერის
სხივის გადახრა შესაძლებელია ტემპერატურის ვარდნის გამო იატაკიდან
ზემოთ.
ჩვენ გირჩევთ საზომი ინსტრუმენტი გამოიყენოთ შტატივზე, რათა სითბოს
ზემოქმედება მიიყვანოთ მინიმუმამდე, რომელიც ქვევიდან მოდის. გარდა
ამისა, დააყენეთ საზომი ინსტრუმენტი, შეძლებისდაგვარად სამუშაო
ზედაპირის შუაში.
გარდა გარე ზემოქმედებისა, მოწყობილობის სპეციფიკურმა ზემოქმედებამ
(მაგალითად, დაცემა ან ძლიერი დარტყმა) ასევე შეიძლება გამოიწვიოს
გადახრები.ამიტომ, სამუშაოს ყოველი დაწყების წინ შეამოწმეთ
ნიველირების სიზუსტე.
თავიდან შეამოწმეთ სიზუსტე სიმაღლეზე და ჰორიზონტალური ხაზების
ნიველირების სიზუსტე, შემდეგ ვერტიკალური ხაზების ნიველირების
სიზუსტე.
Bosch Power Tools
1 609 92A 7AN | (14.12.2021)