EGO CHT2000E Manual Del Operador página 272

Cortasetos con batería de ion de litio de 12 voltios
Ocultar thumbs Ver también para CHT2000E:
Tabla de contenido
Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 35
შეინახეთ ხელსაწყო ბავშვებისთვის
მიუწვდომელ ადგილას.
გამოიყენეთ მხოლოდ ხელსაწყოსთან
ერთად მოწოდებული აკუმულატორი.
მოარიდეთ დენის წყარო და
დამაგრძელებლი სადენები მჭრელ
ნაწილებს.
არასოდეს გამოიყენოთ ხელსაწყო
დაზიანებული დამცავებით ან ეკრანებით,
ან დამცავებისა და ეკრანების გარეშე.
გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებელის
მიერ რეკომენდირებული ნაწილები ან
აქსესუარები
ხელსაწყო არ არის განკუთვნილი
იმისათვის რომ, შეზღუდული
ფიზიკური, სენსორული ან
მენტალური შეძლებლობის მქონე
პირებმა (ბავშვების ჩათვლით), ან
ცოდნისა და გამოცდილების არმქონე
პირებმა ისარგებლონ მისით, გარდა
იმ შემთხვევებისა როცა მათ მიიღეს
შესაბამისი ზედამხედველობა და
ინსტრუქტაჟი ხელსაწყოს გამოყენების
თაობაზე მათ უსაფრთხოებაზე
პასუხისმგებელი პირისგან. ბავშვები
უნდა იყვნენ ზედამხედველობის ქვეშ,
რათა მათ არ ითამაშონ ხელსაწყოთი.
გაფრთხილება: ხელსაწყო წარმოქმნის
ელექტრომაგნიტურ ველს მუშაობის
პერიოდში. გარკვეულ პირობებში ამ ველმა
შესაძლოა ხელი შეუშალოს აქტიური
ან პასიური სამედიცინო იმპლანტების
ფუნქციონირებას. სერიოზული ან
ფატალური ზიანის რისკის შესამცირებლად
ჩვენი რეკომენდაციაა სამედიცინო
იმპლანტების მქონე პირებმა მიმართონ
პირად ექიმს და მათი სამედიცინო
იმპლანტის მწარმოებელს ამ ხელსაწყოს
გამოყენებამდე.
აკუმულატორის/დამტენი მოწყობილობის
KA
უსაფრთხოების მითითებები.
დაიცავით აკუმულატორის დამტენი
მოწყობილობა წვიმისა და ნესტისგან.
დამტენ მოწყობილობაში წყლის ჩასვლა
ზრდის ელექტრული შოკის რისკს.
272
12 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი ბალახის/ბუჩქის საკრეჭი— CHT2000E
დატენეთ მხოლოდ მწარმოებლის
მიერ მითითებული დამტენი
მოწყობილობით. დამტენმა
მოწყობილობამ, რომელიც თავსებადია
ერთი ტიპის აკუმულატორთან, შესაძლოა
წარმოშვას ხანძრის გაჩენის რისკი სხვა
აკუმულატორზე გამოყენებისას.
არ დატენოთ სხვა აკუმულატორები.
აკუმულატორის დამტენი მოწყობილობა
მხოლოდ ლითიუმ-იონის
აკუმულატორის მითითებულ ძაბვის
ინტერვალში დატენვისთვის გამოდგება.
სხვა შემთხვევაში არსებობს ხანძრის და
აფეთქების საფრთხე.
სუფთად შეინარჩუნეთ აკუმულატორი.
ჭუჭყიანმა აკუმულატორმა შესაძლოა
შექმნას ელექტრული შოკის საფრთხე.
შეამოწმეთ დამტენი მოწყობილობა, სადენი
და ჩანგალი ყოველ ჯერზე გამოყენების
წინ. არ გამოიყენოთ აკუმულატორის
დამტენი მოწყობილობა, როდესაც
გამოვლინდება დეფექტები. თვითნებურად
არ გახსნათ დამტენი მოწყობილობა და
შეაკეთებინეთ ის მხოლოდ კვალიფიციურ
პერსონალს ორიგინალი სათადარიგო
ნაწილებით. დაზიანებული დამტენი,
სადენი ან ჩანგალი ზრდის ელექტრული
შოკის რისკს.
არ გამოიყენოთ დამტენი მოწყობილობა
ადვილად აალებად ზედაპირზე
(როგორიცაა ქაღალდი, ნაჭერი და ა.შ.)
ან აალებად გარემოში. დატენვის დროს
არსებობს ხანძრის რისკი დამტენი
მოწყობილობის გაცხელების გამო.
არასწორი მოპყრობის შემთხვევაში
სითხემ შესაძლოა გამოჟონოს
აკუმულატორიდან; მოერიდეთ მასთან
შეხებას. თუ შემთხვევით შეეხეთ
სითხეს, ჩამოიბანეთ წყლით. თუ სითხე
მოხვდა თვალებში, მიმართეთ ექიმს.
აკუმულატორიდან გამოჟონილმა სითხემ
შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება ან
დამწვრობა.
თვითნებურად არ გახსნათ
აკუმულატორი. ასეთ დროს არსებობს
მოკლე ჩართვის რისკი.
Tabla de contenido
loading

Tabla de contenido