Huawei D Guia De Inicio Rapido página 26

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 12
რეკომენდებულია ზრდასრულთა მეთვალყურეობა, თუ აღნიშნულ პროდუქტს ბავშვები გამოიყენებენ ან მასთან კონტაქტი ექნებათ.
გამორთეთ თქვენი უსადენო მოწყობილობა საავადმყოფოებში, კლინიკებში ან სამედიცინო დაწესებულებებში მოთხოვნის შემთხვევაში. ეს
მოთხოვნები გამიზნულია სენსიტიურ სამედიცინო აღჭურვილობასთან შესაძლო ინტერფერენციის თავიდან ასაცილებლად.
ზოგიერთმა უსადენო მოწყობილობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სმენის აპარატების ან კარდიოსტიმულატორების ეფექტურობაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენი სერვისის პროვაიდერს.
კარდიოსტიმულატორების მწარმოებლები გირჩევენ, მოწყობილობასა და კარდიოსტიმულატორს შორის მანძილი იყოს მინიმუმ 15 სმ, რათა
მოხდეს კარდიოსტიმულატორის პოტენციური შეფერხების თავიდან აცილება.
თუ კარდიოსტიმულატორს იყენებთ, იქონიეთ მოწყობილობა კარდიოსტიმულატორის საპირისპირო მხარეს და არ ატარეთ მოწყობილობა
წინა ჯიბით.
მოწყობილობის გამოყენებისას გაეცანით ადგილობრივ კანონმდებლობას და რეგულაციებს. უბედური შემთხვევების რისკის
შესამცირებლად, არ გამოიყენოთ თქვენი უსადენო მოწყობილობა მანქანის მართვის დროს.
თქვენი მოწყობილობის ნაწილების ან შიდა ელექტროსქემის დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ გამოიყენოთ ის მტვრიან, კვამლიან,
ნესტიან ან ჭუჭყიან გარემოში ან მაგნიტურ ველებთან ახლოს.
არ გამოიყენოთ, შეინახოთ ან მოახდინოთ მოწყობილობის ტრანსპორტირება აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებების (მაგალითად,
ბენზინგასამართი სადგური, ნავთობის საწყობი, ქიმიური ქარხანა) შენახვის ადგილზე. ასეთ გარემოში მოწყობილობის გამოყენება ზრდის
აფეთქებისა და ხანძრის გაჩენის რისკს.
ამ მოწყობილობის, კვების ელემენტისა და აქსესუარების გადაყრა მოახდინეთ ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად. მათი გადაყრა არ
უნდა მოხდეს ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კვების ელემენტის არასათანადო გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს
ხანძარი, აფეთქება ან სხვა საფრთხეები.
თუ კვების ელემენტი გაჟონავს, უზრუნველყავით, რომ ელექტროლიტი პირდაპირ კონტაქტში არ იყოს თქვენს კანთან ან თვალებთან. თუ
ელექტროლიტი შეგეხებათ კანზე ან შეგეფრქვევათ თვალში, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლით და მიმართეთ ექიმს.
მოწყობილობის დამუხტვისას დარწმუნდით, რომ კვების გარდამქმნელი შეერთებულია როზეტში თქვენს მოწყობილობასთან ახლოს და
ადვილად ხელმისაწვდომია. გამოაერთეთ დამტენი როზეტიდან და მოწყობილობიდან, როდესაც არ იყენებთ.
უსადენო მოწყობილობებმა შეიძლება შეაფერხოს თვითმფრინავის საფრენი სისტემა. არ გამოიყენოთ თქვენი მოწყობილობა ისეთ
ადგილებში, სადაც უსადენო მოწყობილობები დაუშვებელია თვითმფრინავის კომპანიის რეგულაციების მიხედვით.
გამორთეთ თქვენი უსადენო მოწყობილობა, როდესაც ამას მიგითითებთ აეროპორტის ან ავიაკომპანიის პერსონალი. გაიარეთ კონსულტაცია
ავიაკომპანიის პერსონალთან თვითმფრინავში უსადენო მოწყობილობების გამოყენების შესახებ. თუ თქვენი მოწყობილობა გთავაზობთ
„ფრენის რეჟიმს", ის უნდა ჩაირთოს თვითმფრინავში ასვლამდე.
დარწმუნდით, რომ დენის გარდამქმნელი აკმაყოფილებს IEC/EN 62368-1-ის დანართი Q-ს მოთხოვნებს და შემოწმებული და
დამტკიცებულია ეროვნული ან ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად.
დაიცავით პორტატიული მოწყობილობა და მისი აქსესუარები ძლიერი ზემოქმედებისგან, ძლიერი ვიბრაციისგან, ნაკაწრებისგან და ბასრი
საგნებისგან, რამაც შეიძლება დააზიანოს მოწყობილობა.
დღის განმავლობაში ოდნავ მოუშვით სამაჯური, რათა კანმა ისუნთქოს. თუ მისი ტარება დისკომფორტს შეგიქმნით, მოიხსენით
პორტატიული მოწყობილობა და დაასვენეთ მაჯა. თუ მაინც არაკომფორტულად გრძნობთ თავს, შეწყვიტეთ მისი ტარება და რაც შეიძლება
მალე მიმართეთ ექიმს. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სხვა მასალებისგან და განსხვავებული დიზაინის სამაჯურები Huawei-ს ოფიციალური
ვებსაიტიდან.
უსაფრთხოების ზომები
ნუ გამოიყენებთ ამ მოწყობილობას ისეთ სივრცეებში, სადაც განთავსებულია მაღალი სიხშირის (HF) ქირურგიული მოწყობილობები,
მაგნიტურ-რეზონანსული ვიზუალიზაციის (მრტ) მოწყობილობები და კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ) სკანერები. ამან შეიძლება
გამოიწვიოს მოწყობილობის არასწორი მუშაობა და/ან გაზომვის არაზუსტი შედეგი.
ამ მოწყობილობის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ გაქვთ გავრცელებული არითმია, როგორიცაა წინაგულოვანი ან
პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა ან წინაგულთა ფიბრილაცია; სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი; დაქვეითებული პერფუზია; დიაბეტი;
ორსულობა; პრეეკლამფსია ან თირკმლის დაავადება.
ამ მოწყობილობის გამოყენება არტერიული წნევის გასაზომად შესაძლებელია 13 სმ-დან 20 სმ-მდე მაჯის გარშემოწერილობის შემთხვევაში.
თუ მაჯის გარშემოწერილობა აჭარბებს ამ დიაპაზონს, შესაძლოა, ამან გავლენა მოახდინოს არტერიული წნევის გაზომვის სიზუსტეზე,
არასაკმარისი სარწმუნოობის გამო.
დააკვირდით ხელს გაზომვის პროცესში, რათა დარწმუნდეთ, რომ მოწყობილობა გავლენას არ ახდენს სისხლის დინებაზე.
თუ აირბალიში ზედმეტად გაბერილია, ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტის შეგრძნება მაჯაზე და ჰემოსტაზი ან დამბლა. ასეთ
შემთხვევაში მოიხსენით მოწყობილობა.
ნუ გაიზომავთ არტერიულ წნევას ძალიან ხშირად, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს დაჟეჟილობა, სისხლის დინების დარღვევის გამო.
არტერიული წნევის გაზომვის დიაპაზონი
წნევა: 0-300 მმ.ვრც.წყ.სვ. (0-40 კპა)
გულისცემის სიხშირე: 40-180-ჯერ/წუთში
დიასტოლური არტერიული წნევა: 40-130 მმ.ვრც.წყ.სვ. (5.3-17.3 კპა)
სისტოლური არტერიული წნევა: 60-230 მმ.ვრც.წყ.სვ. (8-30.7 კპა)
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების სახელმძღვანელო.
ინფორმაცია გადაგდებისა და გადამუშავების შესახებ
ბორბლებიანი ურნის ჯვარედინად გადახაზული სიმბოლო თქვენს პროდუქტზე, კვების ელემენტზე, ლიტერატურაზე ან შეფუთვაზე
შეგახსენებთ, რომ ყველა ელექტრო პროდუქტი და კვების ელემენტი მათი საექსპლუატაციო ვადის დასრულების შემდეგ უნდა წაიღოთ
ნარჩენების შეგროვების ცალკე პუნქტში; მათი გადაყრა საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად ჩვეულებრივი ნარჩენების ნაკადში დაუშვებელია.
მომხმარებელს ეკისრება პასუხისმგებლობა, გადააგდოს აპარატურა სპეციალურად შექმნილი შეგროვების პუნქტის ან ელექტრო და
ელექტრონული აპარატურისა (WEEE) და კვების ელემენტების გადამუშავების სერვისის გამოყენებით, ადგილობრივი კანონების შესაბამისად.
თქვენი აპარატურის სწორი შეგროვება და გადამუშავება ხელს უწყობს ელექტრული და ელექტრონული აღჭურვილობის (EEE) ნარჩენების
გადამუშავებას ისე, რომ მოხდეს ღირებული მასალის კონსერვაცია და დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო; არასწორი
მოპყრობა, შემთხვევითი მტვრევა, დაზიანება და/ან არასწორი გადამუშავება ექსპლუატაციის ბოლოს შეიძლება გახდეს ჯანმრთელობისა და
გარემოსათვის ზიანის მომტანი. დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ სად და როგორ გადაყაროთ EEE ნარჩენები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ
ადგილობრივ ორგანოებს, საცალო მოვაჭრეს ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სამსახურს, ან ეწვიოთ ვებსაიტს
https://consumer.huawei.com/en/.
24
loading

Este manual también es adecuado para:

Mly-b10Mly-b11