3.0 დამონტაჟება
3.1
დაგეგმვა: მუშაობის დაწყებამდე დაგეგმეთ, თუ როგორ იმუშავებთ ვარდნისაგან დასაცავი სისტემით.
გაითვალისწინეთ ყველა ის ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს უსაფრთხოებაზე
ვარდნამდე, ვარდნის დროს და ვარდნის შემდეგ. გაითვალისწინეთ მოთხოვნები და შეზღუდვები, რომლებიც
აღწერილია მე-2 თავში.
;
;
უმეტეს სისტემებში Nano - Lok SRD შეიძლება ანკერაჟზე ან საკიდარის ზურგზე მივამაგროთ . ყველა სახის
ორიენტაციაა დასაშვები გარდა მე- 4 თავში დასახელებული ორიენტაციებისა
3.2
ანკირება: მე-7 სურათზე გამოსახულია SRD-ის ანკერაჟის შემაერთებლები. აირჩიეთ ანკირების ის
ადგილმდებარეობა, რომელზეც თავისუფალი ვარდნისა და რხევის რისკი მინიმუმამდე დავა (იხილეთ 1-ლი თავი).
აირჩიეთ ანკირების ისეთი ხისტი წერტილი, რომელიც გაუძლებს 1-ლ თავში აღწერილ სტატიკურ დატვირთვას. თუ
ანკირება მომხმარებლის ზემოთ ვერ მოხერხდება, Nano-Lok-ის SRD-ები შეიძლება მივამაგროთ საკიდრის ზურგის
D-რგოლის ქვემოთ. 140 კგ-მდე (310 გირვანქა) წონის მომხმარებლების შემთხვევაში ანკირების წერტილი ზურგის
D-რგოლიდან 1,5 მ-ზე (5 ფუტი) უფრო ქვემოთ არ უნდა იყოს.
3.3 საკიდრის დამაგრება: SRD-ის ზოგ მოდელს აქვს ერთი SRD-იანი ან ტყუპი SRD-იანი ინტერფეისი SRD-ების
საკიდარზე მისამაგრებლად ზუსტად ზურგის D-რგოლის ქვემოთ:
;
;
სხეულის ზოგი საკიდარი აღჭურვილია პირადი SRD -ის სამაგრით ( PSRL Link ) , რომლის მეშვეობითაც ზურგის
D -რგოლი ინტეგრირებულია საკიდარზე დამაგრებული თვითშემტაცი მოწყობილობების ელემენტებთან (სურათი
8 ) . SRD -ის მიმაგრება საკიდრის ზურგის D -რგოლთან კარაბინით ან ჩამოსაცმელი ჩამკეტი კაუჭითაც მისაღებია .
•
ცალი SRD-ის დამაგრება საკიდარზე: იქ, სადაც მომხმარებლისათვის მობილურობას კრიტიკული
მნიშვნელობა აქვს, SRD-ის საკიდრის ინტერფეისის გამოყენებით შეგვიძლია SRD საკიდრის ზურგზე
მივამაგროთ უშუალოდ ზურგის D-რგოლის ქვემოთ (იხ. სურათი 9). მომხმარებელი შეძლებს სამუშაო
უბანზე განლაგებულ სხვადასხვა საანკერო წერტილებზე შეერთებას SRD-ის საჭიმრის ბოლოებით ისე,
რომ SRD-ის წარამარა მოხსნა და მიმაგრება აღარ დასჭირდება. SRD-ის საკიდარზე SRD-ის ინტერფეისით
მისამაგრებლად:
1. მოუშვით საკიდრის თასმები: გამოსწიეთ თასმები (A) იქიდან, საიდანაც ისინი ზურგის D-რგოლის
(B) ქვეშ გადიან, მანამდე, სანამ საკმარისი ადგილი არ დაგვრჩება SRD-ის გასაძვრენად საკიდრის
ინტერფეისის თასმებსა და D-რგოლის ბალიშს შორის.
2. საკიდრის ინტერფეისის გახსნა: ერთდროულად დააჭირეთ ჩამკეტ ღილაკებს (C) და ჩამკეტი ენა (D)
გამოასრიალეთ.
3. საკიდრის ინტერფეისზე SRD-ის პოზიცია შეარჩიეთ:საკიდრის ინტერფეისის საგდული SRD-ის (E)
მენჯში გაუყარეთ. ინტერფეისი მენჯში ისე გაუყარეთ, რომ SRD საკიდრის ინტერფეისის (F) ხერხემლიდან
გადმოეკიდოს.
4. საკიდრის ინტერფეისი მიიტანეთ მოშვებული თასმებთან ისე, რომ თასმები მათ შორის მოექცეს:
საკიდრის ინტერფეისის ღია საგდული მოშვებული თასმების (A) ირგვლივ დააყენეთ:
5. დახურეთ საკიდრის ინტერფეისი: შეურჭეთ საკიდრის ინტერფეისის ჩამკეტი ენა (D) მოშვებულ
თასმებში (A) მანამდე, სანამ თავის ადგილზე ჩაჯდება საკიდრის ინტერფეისის მოპირდაპირე ბოლოში.
ზურგის D-რგოლიდან და ზურგის ბალიშის საწინააღმდეგო მიმართულებით გამოქაჩეთ თასმები, რათა
საკიდრის ინტერფეისი კარგად მოიჭიმოს.
;
;
თუ საკიდრის ინტერფეისი არ ჩაიკეტება , ჩამკეტი ენის ბოლოში წითლად შეღებილი ღარი
გამოჩნდება . საკიდრისა და მიმაგრებული SRD -ის გამოყენებამდე , ყოველთვის დარწმუნდით , რომ
საკიდრის ინტერფეისი ჩაკეტილია , რათა თავიდან ავიცილოთ მისი შემთხვევით გახსნა . მოცემული
ინსტრუქციების დაუცველობას შეიძლება მოჰყვეს ადამიანის დაშავება ან სიკვდილი .
•
ორ-SRD-იანი საკიდრის დამაგრება: სიმაღლეზე ასვლის დროს, როცა ანკერაჟიდან 100%-ით მოხსნა
მოხდება, შეიძლება გამოვიყენოთ საკიდრის SRD-ის ინტერფეისი ერთმანეთის გვერდზე ორი SRD-ის
დასამაგრებლად სხეულის საკიდარზე უშუალოდ ზურგის D-რგოლის ქვეშ (იხ. სურათი 9). იმისათვის, რათა
ორი SRD დაამაგროთ საკიდარზე SRD-ის ინტერფეისით:
1. მოუშვით საკიდრის თასმები: გამოსწიეთ თასმები (A) იქიდან, საიდანაც ისინი ზურგის D-რგოლის (B)
ბოლოში გადიან, მანამდე, სანამ საკმარისი ადგილი არ დაგვრჩება SRD-ის საკიდრის ინტერფეისის
თასმებსა და D-რგოლის ბალიშს შორის გასაძვრენად.
2. საკიდრის ინტერფეისის გახსნა: ერთდროულად დააჭირეთ ჩამკეტ ღილაკებს (C) და ჩამკეტი ენა (D)
გარეთ გამოასრიალეთ.
3. SRD-ების დაყენება საკიდრის ინტერფეისზე: გაუყარეთ ინტერფეისის გახსნილი საგდული თითოეული
SRD-ის (E) მბრუნავ ყუნწში. ინტერფეისი მბრუნავ ყუნწში ისე გაუყარეთ, რომ SRD-ები საკიდრის
ინტერფეისის (F) ხერხემლიდან გადმოეკიდოს.
4. საკიდრის ინტერფეისი ისე დადეთ, რომ თასმები მის ბოლოებს შორის მოექცეს: საკიდრის
ინტერფეისის ღია საგდული მიიტანეთ მოშვებული თასმებთან (A) ისე, რომ თასმები მათ შორის მოექცეს:
5. დახურეთ საკიდრის ინტერფეისი: შეასრიალეთ საკიდრის ინტერფეისის ჩამკეტი ენა (D) მოშვებულ
თასმებში (A) მანამდე, სანამ ინტერფეისის მოპირდაპირე ბოლოში არ ჩატკაცუნდება. გამოქაჩეთ
თასმები ზურგის D-რგოლისა და ზურგის ბალიშის საწინააღმდეგო მიმართულებით, რათა საკიდრის
ინტერფეისი კარგად მოიჭიმოს.;
;
;
თუ საკიდრის ინტერფეისი არ ჩაიკეტება , ჩამკეტი ენის ბოლოში დახაზული წითელი ზოლი არ
დაიმალება . საკიდრისა და მიმაგრებული SRD -ის გამოყენებამდე , ყოველთვის დარწმუნდით , რომ
საკიდრის ინტერფეისი ჩაკეტილია , რათა თავიდან ავიცილოთ მისი შემთხვევით გახსნა . მოცემული
ინსტრუქციების დაუცველობას შეიძლება მოჰყვეს ადამიანის დაშავება ან სიკვდილი .
156